ანაკლიას პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები ეწვივნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:23, 04 Mar, 2019     4787

დღეს, 4 მარტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოწვევით საქართველოში პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰიროში იემაცუ და წამყვანი იაპონური კომპანიის Nippon Koei-ის წარმომადგენელი ტედი მასანორი ჩამოვიდნენ. ისინი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძესა და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ჰიროში იემაცუ და ტედი მასანორი ანაკლიას ეწვევიან, პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიას მოინახულებენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრებენ.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ანაკლიის პორტის დამფუძნებლები კამბოჯაში პნომპენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ და მნიშვნელოვანი შეხვედრები გამათეს.

იაპონური კომპანიების წარმომადგენლების საქართველოში საპასუხო ვიზიტის მიზანი ანაკლიის პორტის პროექტთან თანამშრომლობა და ანაკლიაში იაპონური კომპანიების მოზიდვაა.

PLC- ი პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმანია, რომლის ოპერირებაც 2008 წელს დაიწყო და მასში წამყვანი კამბოჯური და იაპონური ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი. 400 ჰექტარზე განთავსებული ეკონომიკური ზონა დღეისთვის აშშ -ს, იაპონიის , სინგაპურის, ტაილანდის, ავსტრალიის, კორეისა და სხვა 14 ქვეყნის 95 კომპანია მუშაობს. ზონის განვითარებაში 600 მილიონის ინვესტიცაა ჩადებული და 19 000-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. ზონის კლიენტებს შორისაა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Coca Cola, Denso, Toyota, Nippon Express, Yusen Logistics, Meikodo, American Licorice, Yamaha Motors, Ajinomoto და სხვა.

2016 წლიდან PLC დარეგისტრირებულია კამბოჯის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე (CSX), მის მენეჯმენტში იაპონური კომპანიაა ჩართული, ხოლო აქციონრები ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები არიან. ამჟამად, PLC-ის ამბიციურ გეგმებში არსებული ზონების გაფართოება, ახალი პროექტების განხორციელება და სხვა საერთაშორისო ბიზნესთან ინტეგრირება შედის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42