„იზვესტიას“ ცნობით, ვაშინგტონი გეგმავს გახსნას ციფრული გამოძიების ცენტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადგილობრივ მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. 3 საპილოტე პროგრამა გაზაფხულზე უკვე დაიწყება საქართველოში, ბალტიისპირეთში და ბალკანეთში. გარდა ამისა, სპეციალური „სადამკვირვებლო მისიები“ ჩართული იქნებიან „საარჩევნო პროცესებში მოსკოვის ჩარევის ფაქტების“ გამოვლენაში. ამერიკელები მსგავსი მისიების მუშაობას გამოცდიან მარტში, უკრაინის პრეზიდენტის და მაისში, ევროპარლამენტის არჩევნების დროს. 2020 წლისთვის კი ვაშინგტონს უფრო მასშტაბური გეგმები აქვს, აშშ გეგმავს განსაკუთრებული მონიტორინგი გაუწიოს ყაზახეთის, მოლდოვის, ტაივანის და შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებს და ვენესუელის, საქართველოს, ლიეტუვას და მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებს. შტაბბინა, რომელიც ამ გლობალური ქსელის მუშაობის კოორდინირებას მოახდენს, განთავსებული იქნება ვაშინგტონში. ასევე იგეგმება პროექტში ისეთი უდიდესი IT კომპანიების ჩართვა, როგორებიც არიან Facebook, Twitter და Google.
„იზვესტიას“ წყაროების ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ცენტრი უახლოეს მომავალში მონტენეგროში გამოჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები






