3 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვის დაწყებამდე ეკლესია მორწმუნეებს უფლის საშინელ სამსჯავროს ახსენებს, რომლის წინაშეც ყველას მოუწევს წარდგომა. საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს ჰპოვებენ.
საეკლესიო კალენდრით, ხორციელის კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც ეკლესიური ადამიანები კვირის განმავლობაში მხოლოდ რძის პროდუქტებს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის 3 კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცის აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) – მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა.
დიდმარხვა წელს 11 მარტიდან დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები