ჯიპიაი ჰოლდინგმა და გალფმა ერთობლივი, მასშტაბური ავტოდაზღვევის აქცია დაიწყეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:45, 01 Mar, 2019     2331
ჯიპიაი ჰოლდინგმა და გალფმა ერთობლივი, მასშტაბური ავტოდაზღვევის აქცია დაიწყეს

გალფ კლუბის ლოიალობის ბარათზე დაგროვებული ქულებით დღეიდან ავტოდაზღვევის მიღების შესაძლებლობა ჩნდება

ექსკლუზიურად გალფ კლუბის წევრებისთვის 500 ქულა = 7500 ლარის ლიმიტის ავტოდაზღვევას

1 მარტიდან გალფისა და სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი აქცია დაიწყო. ექსკლუზიურად გალფ კლუბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ ბარათზე დაგროვებული 500 ქულა 7500 ლარის ღირებულების ავტო პასუხისმგებლობისა და მგზავრების დაზღვევაში გადაცვალონ. ამისათვის საკმარისია ეწვიონ ვებ გვერდს Gpi.gulf.ge .

სანდრო კიკნაძე , ჯიპიაი ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების დირექტორი: „დაზღვევის ინტეგრაცია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებთან არის თანამედროვე ტენდენცია, რომელიც ათასობით მომხმარებლისთვის სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობას ამარტივებს. ავტო პასუხისმგელობის დაზღვევა ერთერთი ყველაზე აქტუალური და საჭირო სადაზღვევო პროდუქტია. ჩვენი ერთობლივი აქცია გალფ კლუბის ასეულობით ათას წევრს შესაძლებლობას აძლევს ძალიან მარტივად, 2 წუთში, მხოლოდ დაგროვებული ქულების მეშვეობით მიიღონ 7500 ლარის ღირებულების დაზღვევა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენს მომხმარებლებს თანამედროვე და მათზე მორგებული სერვისები შევთავაზოთ. ამასთან, ამ პროექტის მთავარი მიზანია, გავზარდოთ დაზღვევის ხელმისაწვდომობა და ათასობით ადამიანს გავუჩინოთ ფინანსური თავდაცვის მექანიზმები გაუთვალისწინებელ შემთხვევებში.“

საბა ჯიშიაშვილი, ნავთობკომპანია გალფის საოპერაციო დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ შევძელით გალფის და ჯიპიაის ერთობლივი აქციის დაწყება ავტომფლობელებისათვის. გალფის არსებულ, თუ ამ აქციის გამო ჩვენთან გადმოსულ, ახალ, მომხმარებლებს, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, საწვავის შეძენასთან ერთად, რაც ყველა ავტომფლობელის ყოველდღიური საჭიროებაა, საკუთარი ავტოპასუხისმგებლობა გალფ კლუბის 500 ქულად დააზღვიონ და შეიძინონ 7500 ლარიანი ლიმიტის ავტოდაზღვევა. აქციის პარალელურად გალფის არსებული და ახალი მომხმარებლები, მარტის თვეში 100 ლიტრი ჯიფორსის საწვავის შეძენის შემთხვევაში, სხვა პრივილეგიებთან ერთად, ავტოდაზღვევის შესაძენად საჭირო 500 ქულას მიიღებენ საჩუქრად. იმედი გვაქვს ბევრი ადამიანი ჩაერთვება ჩვენს აქციაში, ყველას ვუსურვებთ მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას საკუთარი ავტოტრანსპორტით.“

ავტოდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაღვევის სახეობაა საქართველოში, თუმცა რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეულია 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემებით. ამავე პერიოდში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ავტოდაზღვევის მიმართულებით ანაზღუარებულმა თანხამ 7,600,000 ლარი შეადგინა.

გალფ კლუბის წევრებისთვის შემუშავებული ჯიპიაი ჰოლდინგის ავტო დაზღვევის პაკეტი ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევისას მესამე მხარის მიმართ მიყენებულ ზიანს და ასევე აზღვევს ავტომობილში მსხდომი მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ძალაში შედის სავალდებულო ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონი, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს საქართველოში რეგისტრირებული მილიონ ორასი ათასი ავტომობლისთვის მესამე პირის მიმართ პასუხიმსგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42