"ამომრჩევლის ხმების ყიდვა და ძალადობა"- ეუთოს უმწვავესი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
პოზიცია - 10:09, 01 Mar, 2019     2115
ეუთომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, ეუთო მიმოიხილავს არჩევნების პირველ და მეორე ტურს, საარჩევნო გარემოს, ამომრჩევლის ინფორმირებულობის საკითხს და მედიის საქმიანობაზეც ამახვილებს ყურადღებას. დოკუმენტში მოხვდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა და ძალადობრივი ინციდენტები, ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდა მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივა ვალების განულების შესახებ.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა ნეგატიურმა და ზოგჯერ ძალადობრივმა რიტორიკამ, განსაკუთრებით მეორე ტურში და ამას ხელისუფლების რეაგირება არ მოჰყოლია. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო მიიჩნევს, რომ სიძულვილის გაღვივების პოტენციური შემთხვევების წინააღმდეგ აუცილებელია ნორმების გამკაცრება და სანქციების დროულად გამოყენება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიისთვის ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა და ის იყო ერთადერთი, ვისაც კრედიტი მისცა მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან კავშირის მქონე ბანკმა.

მონიტორინგის ანგარიშის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, რომ "ეროვნულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა, და თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს".

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო აღნიშნავს, რომ ადრე გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი არასაკმარისადაა დარეგულირებული და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ეუთოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ხმის მიცემის ფარულობის გარანტიების მიუხედავად, შემაშფოთებელია, როცა ამომრჩეველი ხმას აძლევს ანგარიშსწორების შიშით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42