„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და USAID მოსახლეობის დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:57, 28 Feb, 2019     4780

დღეს, 28 თებერვალს, ანაკლიაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ანაკლიის სასწავლო ცენტრი გახსნეს და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს.

„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში“, ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბაზრისთვის მოთხოვნად სასწავლო კურსებს შესთავაზებს. სასწავლო ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის დასაქმებასა და პორტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში შექმნილი და არსებული ბიზნესის განვითარებას. სასწავლო კურსები მოიცავს სხვადასხვა დარგს, მათ შორის, მეწარმეობას, ბიზნესადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას. ყოველივე ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებასა და რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასევე, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და, თანამდევ ტრენინგებთან ერთად, მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას მოიტანს.

„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიასა და მეზობელ სოფლებს დაეხმარება, მომზადებულნი შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ის ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შესთავაზებთ. ანაკლიის პორტის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავითარებს. ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ახალ რეგიონულ და ეკონომიკურ ჰაბად და აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნად მოიაზრება. ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დასრულება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება, ეს პერიოდია გათვალისწინებული USAID-ის პროექტ „ზრდისა“ და ADC-ის ერთობლივი პროგრამის განვითარებისთვისაც.

„ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და რეგიონის განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ასეთი ძლიერი პარტნიორები გვყავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ, გავაძლიეროთ რეგიონი, დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და პორტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება მეტი მაღალკვალიფიციური ადამიანი გვყავდეს“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42