პროპორციული სისტემა თუ ხალხის პროტესტი - მიიღებს თუ არა ივანიშვილი ქუჩას
პოზიცია - 15:14, 27 Feb, 2019     2317
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები დღეს ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

20 ოპოზიციური პარტიის მთავარი მოთხოვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

ხელისუფლების ოპონენტები დღეს საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ, რის შემდეგაც კამპანია მილიონი ხელმოწერის შესაგროვებლად მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება.

მედიამ 20-ს მინუს ერთი - "ქართული ოცნება" პარტიების შეხვედრაზე ერთმანეთის გვერდით გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე და საქართველოში მოქმედი სრული ოპოზიციური სპექტრი იხილა.

ყველა მათგანი თანხმდება, რომ მაჟორიტარულ სისტემას ივანიშვილი ხელისუფლების მესამედ მიტაცებისთვის ებღაუჭება, თუმცა ოპოზიცია ღრმად არის დარწმუნებული, რომ ოლიგარქი მილიონი ამომრჩევლის ხმას ვერ უგულვებელჰყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ პროტესტს მიიღებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ დღეს შეკრებული პოლიტიკური პარტიები უმრავლეს შემთხვევაში დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ, რაც შეეხება სამართლიანი არჩევნების სისტემას, ბურჯანაძე-ვაშაძე თანხმდენიან რომ სისტემა რაც შეიძლება სწარაფად უნდა შეიცვალოს.

"საშუალება უნდა მივცეთ ამომრჩეველს, რომ თვითონ გააკეთოს არჩევანი 4 მილიონი ადამიანი კატეგორიულად უკმაყოფილიოა, რომ მისი სახელით, გაუგებარი ადამიანი, პატარა ცახესი აზის საქართველოს თავზე და ისხვიტავს ყველაფერს"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აღნიშნავს, რომ "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია".

"დღეს ჩვენ ამ მაგიდასთან ვნახეთ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთმანეთს არ ინდობენ. ეს ადამიანები წლებია იდეოლოგიურად განსხვავებულები არიან. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსენსუსი კი მეტყველებს საკითხის მნიშვნელობაზე. გაიგებს ბიძინა ივანიშვილი ამ ერთობის ხმას? - რა თქმა უნდა მოიგებს ქვეყანა. ვერ გაიგებს, კვლავ ზურგს აქცევს ამ პროცესს? - იძულებულს გავხდით ხელისუფლებას, სისტემა შეცვალოს. ბიძინა ივანიშვილი წაგებულ თამაშს თამაშობს. შეუძლებელია, მან თავი აარიდოს იმ პროცესს, რაც ხდება აქ. ის ან იძულებული გახდება გაითვალისწინოს მილიონი ამომრჩევლის ხმა, ან ამის შემდეგ რაც მოხდება თავის თავს დააბრალოს"- აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, თუ ივანიშვილი გასული წლების მსგავსად კვლავ გააყალბებს არჩევნებს "ამაზე არავინ დახუჭავს თვალს".

ენმ-ს ლიდერმა "ნიუპოსტის" კითხვის საპასუხოდ არ გამორიცხა, რომ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას არ აპირებს:

"ერთი სცენარი განვიხილოთ: "ქართული ოცნება" პროპორციული წესით 35 %-ს იღებს და ჯამურად მნიშვნელოვნად აგებს ოპოზიციასთან, ხოლო მაჟორიტარების ხარჯზე რჩება ხელისუფლებაში რა ხდება? რა ხდება და მარტივად გეტყვით, ეს ხელმოწერები რეალურ ადამიანებად გადაიქცევა, თბილისის მთავარ გამზირზე. თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით, ვაიძულოთ ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში მოახდინოს საარჩევნო სისტემის ცვლილება, და თუ ამას არ გააკეთებს, ჩვენ კვლავ დავრჩებით კონსტიტუციის ფარგლებში თუმცა სხვა მეთოდები იქნება გამოყენებული. ასეთი მეთოდები ბევრს, მათ შორის ხელისუფლებასაც უნახავს"- აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისივე განცხადებით "ბიძინა ივანიშვილმა არაფერი არ უნდა გამორიცხოს".

"მათ შორის ძალიან მძლავრი, მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაცია. კი ბატონო, გამოვიდეს და დაითვალოს ასი ათასობით ადამიანი თუ ხელმოწერებს არ დასჯერდება. მე იმედი მაქვს, მცირე მაგრამ მაინც, ჩვენი აქტიურობით, ვაიძულებთ ხელისუფლებას საკოსნტიტუციო ცვლილებები განახორციელოს"- თქვა ნიკა მალიამ.

"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერიც ამბობს, რომ ივანიშვილს მილიონი ამომრჩევლის ხმის მოსმენა მოუწევს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პასუხზეა დამოკიდებული "რა ბედი ელის ხელისუფლებას":

"ქართული ოცნება" დილემის წინაშეა, ის ფაქტობრივად აღიარებს, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არის და რითაც 20-20-ში არჩევნების ჩატარება უნდათ, ეს სისტემა თვითონვე ჰყავთ გამოცხადებული ცუდ, მანკიერ სისტემად, ამბობს, რომ 2024 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ სისტემით, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ანუ პროპორციული სისტემით.

გარდა ამისა უპრეცენდენტო იყო თვითონ ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედ ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიებს შორის არსებობს კონსენსუსი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მესამე საკითხია ამომრჩევლის განწყობა - ადამიანებს არ სჯერათ საკუთარი მაჟორიტარის, ეს ერთი და მეორე - ყველამ კარგად იცის, რომ ეს მაჟორიტარები ხელისუფლების უზურპაციისთვის გამოიყენებიან.

დამერწმუნეთ, საზოგადოების განწყობა ისეთია, რომ "ოცნებას" დათმობაზე წასვლა მოუწევს. ამის დემონსტრაციას მოვახდენთ იმით, რომ მილიონ ხელმოწერას ვაპირებთ. ეს არის ფაქტობრივად საზოგადოებრივი მოძრაობა. ივანიშვილის გადასაწყვეტია, მოუსმენს ქართველ ხალხს, თუ წინააღმდეგობაში შევა ამომრჩეველთან. ამის შემდეგ გაირკვევა, რა შედეგი შეიძლება მიიღოს ამ ხელისუფლებამ.

ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ხელისუფლების ცვალებადობის საარჩევნო პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დამკვიდრდდეს. ამის შანსს იძლევა სწორედ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა"- თქვა ბაჩუკი ქარადვამ.

ედპ-ს ლიდერის თქმით, მილიონი ხმის შეგროვება საზოგადოების მობილიზებას უწყობს ხელს.

"კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეს მინიჭებული აქვს უფლება, რომ გააპროტესტოს. ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, იქნება ეს ქუჩა თუ სხვა პოლიტიკური მეთოდი, რაც ხელისუფლებას აიძულებს შეცვალოს სისტემა"- დასძინა მან.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ივანიშვილს არ მისცემს უფლებას, მესამედაც გაუყალბოს არჩევნები:

"აქ შეკრებილი ადამიანების ამოცანაა, რომ არ მისცეს საშუალება ერთ ადამიანს ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს. ივანიშვილის სურვილია სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში, პარლამენტშიც ის ადამიანები შეუშვას რომელიც თვითონ უნდა და ეს არჩევნები ივანიშვილის პირადი განწყობების მიხედვით კერთდება და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, არცერთ ხელისუფლებას შერჩენია მოსახლეოობის ნების უგულვებელყობა და თუ ხელისუფლებას ჭკუა აქვს ხელისუფლება მილიონი ამომრჩევლის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს. თუ ამას არ გააკერთებს მიიღებს შედეგს"- აცხადებს ბურჯანაძე.

მისი თქმით, გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე.

"თუ ხელისუფლება მიიყვანს ხალხს მასობრივ პროტესტამდე, აქამდეც შეიძლება მივიდეთ. მასობრივ პროტესტს ყოველთვის ხელისუფლება უყრის საფუძველს და არა ოპოზიცია"- განააცხადა ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძემ.

"შენების მოძრაობის" ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, რომ საარჩევნო სისტემა დროულად შეცვალოს. დავით უსუფაშვილის თქმით, "ხელისუფლების მესამე მოპარვა არცერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია".

"შემდეგი არჩევნები აუცილებლად იქნება ხელისუფლების ცვლილებების. ჩვენ გვინდა რომ მომავალი ხელისუფლება მოსახლეობის არჩევანის ადეკვატური იყოს. სამართლიანი არჩევნები მოსაპოვებელია. ამას შესაძლოა ხალხის ქუჩაში გასვლაც დასჭირდეს"- განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც დღეს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, წინა პარლამენტის დოკუმენტაციაც მიიტანა, სადაც „ქართული ოცნების“ 78 დეპუტატი არჩევნების 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვდა.

"გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში ეს ივანიშვილის ადექვატურობაზეა დამოკიდებული"- ამ განცხადების ავტორი "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავაა.

"ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ შეინარჩუნოს მესამე ძალა, ეს იქნება იმ ტიპის კრიზისი, რასაც ახლა ვუყურებთ ვენესუელაში. ეს არავის მოგვწონს და ყველასთვის ცუდი იქნება, როგორც მდიდრებისთვის, ასევე ღარიბებისთვის, ყვლა სოციალური ჯგუფისთვის.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილურობა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა"- ამბობს კუკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42