ინფორმაცია იმის შესახებ, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანების მძღოლებს, რომლებიც ერთიან კოლონაში მოძრაობენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მასობრივად აჯარიმებენ ან აფრთხილებენ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება. ამასთან, კომენტარების მიხედვით, მანქანების მძღოლთა უმრავლესობა 23-25 წლამდე ახალგაზრდაა, მათი ნაწილი გამოუცდელი მძღოლია და საგზაო მოძრაობის წესებსაც ხშირად არღვევს, ასე რომ, ჯარიმები, უმეტესწილად, წესების დარღვევის შედეგია.

სამი ფოტო, რომელიც BMW-ს მარკის ავტომანქანების ერთიან კოლონაში მოძრაობას ასახავს, „ნიუპოსტს“ მკითხველებმა და სოცქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა მიაწოდეს. ფოტოები ჭავჭავაძის გამზირზეა გადაღებული. უნდა აღინიშნოს, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანების მძღოლები განსაკუთრებით სწორედ ვაკეში აქტიურობდნენ.
"ნიუპოსტის" შენიშვნა: რუბრიკაში "შენი რეპორტაჟი" მკითხველის მიერ გამოქვეყნებული ეს მასალა დაშვებულია გამოსაქვეყნებლად რედაქციის მიერ და ის წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებას. ამ და სხვა, რედაქციის მიერ დაშვებულ მასალებში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი.

მასალის გამოყენების პირობები






