ვერძი – დღის უმეტესი ნაწილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. თუმცა, დასვენებისთვისაც გმართებთ დროის გამონახვა.
კურო – დღე მშვიდი საქმიანობით დაიწყება. ვარსკვლავები ჯანმრთელობის გაფრთხილებას გირჩევენ. ნებისმიერ საქმიანობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ აჩქარდებით.
ტყუპები – მნიშვნელოვან საქმეებს სამომავლოდ ნუ გადადებთ. სახლში კამათი და დაძაბულობა გელოდებათ. სიტუაცია უფრო რომ არ გამწვავდეს, ნუ აყვებით ემოციებს.
კირჩხიბი – წინ რუტინული სამუშაო დღე გელოდებათ. გასული კვირის მოგონებები ხშირად შეგახსენებენ თავს.
ლომი – დღე გეგმის მიხედვით ჩაივლის. საქმიანობაში ხელს არავინ შეგიშლით. საღამოს ემოციურობა მოიმატებს. მოსალოდნელია ოჯახური კონფლიქტი.
ქალწული – წინ რუტინული სამუშაო დღე გელოდებათ. დაასრულეთ ადრე წამოწყებული პროექტი. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური ოპერაციების შესრულებისას.
სასწორი – დღეს თქვენი საქმიანობა, ძირითადად ფინანსურ საკითხებს შეეხება. საღამოს ყურადღებას ახლობელ ადამიანებზე გადაიტანთ. ნუ ენდობით ახალ ნაცნობებს.
მორიელი – იმოქმედეთ წინასწარ დასახული გეგმით. თანმიმდევრული მოქმედება სიამოვნებას მოგანიჭებთ. ნუ ენდობით ახალ ნაცნობებსა და საეჭვო ინფორმაციას.
მშვილდოსანი – არ გადაუხვიოთ დასახული მიზნიდან. გეგმიურ ქმედებაში გარემოება შეგიშლით ხელს. სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაწყვეტილების მიღებისას.
თხის რქა – დღეს სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა გმართებთ. ნუ იჩქარებთ. მეგობრების ინიციატივა საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ.
მერწყული – დღის პირველ ნახევარში ყურადღება ფინანსურ საკითხებს დაუთმეთ. გაიზრდება ინტერესი საქმის მიმართ. ნუ ენდობით ყველა ახალ შემოთავაზებას.
თევზები – დიალოგში თანამოსაუბრეს მიეცით მეტი დრო, ეცით პატივი მის მოსაზრებებს. დღის ბოლოს პირად ურთიერთობებში დაბრკოლებებია მოსალოდნელი.მასალის გამოყენების პირობები






