"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მასალას, რომელზეც პაციენტის კიდურების დაზიანებებია აღბეჭდილი განცხადებით პასუხობს
ჯანმრთელობა - 13:04, 26 Feb, 2019     2036

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ადმინისტრაცია ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასა და ფოტო მასალას, სადაც პაციენტის კიდურების დაზიანებებია აღბეჭდილი.

"მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ძირითადი დაავადების მართვისას გართულებებს ადგილი არ ქონია, ჩვენი მხრივ, სრულად ვიზიარებთ აღნიშნული პაციენტის ოჯახის წევრებისა და საზოგადოების აღშფოთებას და ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებელი ყველა პირის (მათ შორის, შესაბამისი განყოფილების ყველა ექიმისა და ექთნის, რომელთაც პაციენტზე ზრუნვა და ზედამხედველობა ევალებოდა) მიმართ ტარდება ძალიან მკაცრი დისციპლინური ზომები.

აღსანიშნავია, რომ პაციენტის რიგი ფსიქო-მოტორული მდგომარეობისას, თვითდაზიანებების რისკის შესამცირებლად საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია კიდურების იმობილიზაცია (კიდურების დაფიქსირება), თუმცა, ამ პროცესში საჭირო იყო მედპერსონალის მხრიდან მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის გამოჩენა. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ქრონიკული კარდიოლოგიური პაციენტების მართვისას გამოიყენება რიგი მედიკამენტები, რომელთა ინფუზიისას ხდება სისხლძარღვოვანი ანთებები, რაც ვიზუალურად მძიმე შესახედია.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსისთვის" უმნიშვნელოვანესია პაციენტის უსაფრთხოება და კმაყოფილება. წუხილს გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მზად ვართ, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ პაციენტის ყველა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაზე" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42