აზიის უმსხვილესი სპეციალური ეკონომიკური ზონა ანაკლიასთან თანამშრომლობით დაინტერესდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:05, 25 Feb, 2019     2325

20-24 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი კამბოჯაში ქალაქ პნომპენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ.

ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები კამბოჯის სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებელი და ოპერატორი PLc-ის მიწვევით იმყოფებოდნენ და ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ PLc-ი ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან პარტნიორობით დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიის კონსორციუმის გუნდს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა პროექტების, ბიზნესმოდელებისა და სერვისების განვითარების კუთხით გაუზიარეს.

გარდა ამისა, კამბოჯაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ინვესტორთა ობიექტებიც მოინახულეს. შეხვდნენ კამბოჯის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფ LCH-ს, რომელმაც იაპონურ კომპანიებთან ერთად შექმნა პნომის სპეციალური ეკონომიკური ზონა. ასევე, მოლაპარაკებები გამართეს უდიდეს კომპანიებთან - Nippon Еxpress, Bok Seng Group, MinebeaMitsumi, Тоyota Тsushi-სა და SVI Public-Thailand-თან და მათი საწარმოები დაათვალიერეს. აღნიშნული კომპანიები საქართველოთი და, კონკრეტულად, ანაკლიის სპეციალური ზონით დაინტერესდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობა. სასიხარულოა, რომ კამბოჯის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმან კომპანიას ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობა სურს. პნომპენის ზონა ძალიან საინტერესოა, რადგან იქ წარმოდგენილ კომპანიებს შორის 54% იაპონურია და მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტია. ეს ნიშნავს ხარისხიან ინვესტიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაღალ კორპორაციულ მმართველობას. მალე მათ წარმომადგენლებს საქართველოში ველოდებით“,- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

„ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 475 ჰა-ზე განთავსდება, მოიზიდავს 1,04 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და შექმნის 16 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ეს იქნება პირველი თანამედროვე ლოგისტიკური და ინდუსტრიული სივრცე, სადაც კომპანიებს შევთავაზებთ პორტთან და რკინიგზასთან ინტეგრირებულ ზონას, ოპერაციების გამარტივებულ სისტემას. ჩვენი მიზანია, ანაკლია საერთაშორისო და მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვის, ხოლო ადგილობრივი კომპანიების განვითარების პლატფორმა გახდეს“, - განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

PLc-ი პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმანია, რომელმაც 2008 წელს დაიწყო ოპერირება და მასში წამყვანი კამბოჯური და იაპონური ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი. 400 ჰექტარზე განთავსებულ ეკონომიკურ ზონაზე დღეისთვის აშშ-ის, იაპონიის, სინგაპურის, ტაილანდის, ავსტრალიის, კორეისა და სხვა 14 ქვეყნის 95 კომპანია მუშაობს. ზონის განვითარებაში 600 მილიონის ინვესტიციაა ჩადებული და 19 000-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. ზონის კლიენტებს შორის ისეთი კომპანიები არიან, როგორებიცაა Coca Cola, Denso, Toyota, Nippon Express, Yusen Logistics, Meikodo, American Licorice, Yamaha Motors, Ajinomoto და სხვა. 2016 წლიდან PLc დარეგისტრირებულია კამბოჯის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე (CSX), მის მენეჯმენტში იაპონური კომპანიაა ჩართული, ხოლო აქციონერები ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები არიან. ამჟამად, PLc-ის ამბიციურ გეგმებში არსებული ზონების გაფართოება, ახალი პროექტების განხორციელება და სხვა საერთაშორისო ბიზნესთან ინტეგრირება შედის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტის დასაწყისში დაგეგმილია პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის აღმასრულებელი დირექტორის ჰიროში იემაცუსა და იაპონური კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. მათი მიზანია ანაკლიის პორტის პროექტთან თანამშრომლობა და ანაკლიაში იაპონური კომპანიების მოზიდვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42