ივანიშვილის ახალი სერიალი - ბესელიას მთავარი როლი ოლიგარქის კაპიტალით
პოზიცია - 18:59, 25 Feb, 2019     5386
„ქართული ოცნების“ დაშლა დაიწყო - პარტიის დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ, რომელმაც 8 წლის წინ „ოცნება“ რეგისტრაციაში საკუთარი ხელით გაატარა, ივანიშვილის გუნდს ოფიციალურად დატოვა, თუმცა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილის გვარი საერთოდ არ უხსენებია, რაც აჩენს ეჭვს, რომ ბესელია-ივანიშვილის გაყრა ერთი დიდი ტყუილია.

საპარლამენტო კულუარებში არ მალავენ, რომ ეკა ბესელია ოლიგარქის პროექტია, რომ პარლამენტში ე.წ. ოპოზიცია შეიქმნას.

ბესელია დროს არ კარგავს და ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს. დეპუტატს სწორება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქვს, რაც ოპოზიციის აზრით, ივანიშვილის კაპიტალის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

ფაქტია, ე.წ. ახლებზე განაწყენებულ ბესელიას მოსამართლეების თემამ დროულად მოუსწრო და მეფის კარზე ბრძოლის იარაღად გამოიყენა. ნაკლებად სავარაუდოა, ივანიშვილი-ბესელიას შეხვედრაზე "ოცნების" ლიდერს მოსამართლეების თემაზე ემსჯელათ, მთავარი კითხვა ხომ ის არის, ვის ერბძვის ამბოხებული ბესელია, რომელიც ოლიგარქს აუცილებლად დაარწმუნებდა, რომ მისი სამიზნე არა ის, არამედ "გოგლიმოგლზე" გაზრდილი "ახლები" არიან.

იქნება თუ არა ბესელია ივანიშვილის სერიალის მთავარი შემსრულებელი? - დეპუტატი ამ კითხვას არ უპასუხობს. ის ამბობს, რომ 2020 წელს უნდა დაველოდოთ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თუ გეგმა არსებობს, რომ მართვადი ოპოზიცია შეიქმნას, ეს „ძალიან ბრიყვული გათვლაა“.

„არანაირი გათვლებით ასეთ სქემებს პერსპექტივა არ აქვს. რაც შეეხება ძველ გვარდიას, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოუწოდა და უთხრა, რომ ცუდი ბიჭი ვიყავი, მაგრამ ხვალიდან კარგი გავხდებიო, ფაქტია რომ გადააგდო. არადა ე.წ. ძველი გვარდია, ივანიშვილისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ - აღნიშნავს ხუხაშვილი.

გია ნოდია კი დარწმუნებული არ არის, რომ ეკა ბესელიას შესაბამისი პოლიტიკური წონა და გამოცდილება ჰქონდეს, რომ დამოუკიდხებელ, სერიოზულ ოპოზიციურ ძალის ლიდერად ჩამოყალიბდეს.

„რაც შეეხება ვარაუდს, რომ სათადარიგო მოთამაშეს იმზადებს ივანიშვილი, ჩემი აზრით, ასეთი ტიპის სათადარიგო მოთამაშე მას უკვე ჰყავს „პატრიოტთა ალიანსის“ სახით. თუ ეკა ბესელია იქნება წარმოდგენილი ცალკე პარტიად, ის იქნება კონკურენტი „პატრიოტთა ალიანსის“, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“.

რადიკალურად განსხვავებულია ნოდარ ხარშილაძე, რომელიც თვლის, რომ ამ აჟიოტაჟის ინიციატორი ეკა ბესელია და სხვა ამბოხებული დეპუტატები არიან.

„ისინი განაწყენებულები არიან, რომ თავზე დაასვეს ის ბავშვები, რომლებიც მათი შეფასებით, გოგლი-მოგლის ჭამდნენ. მათი ემოცია ასეთია და აქ მთავარია, საბიუჯეტო ხარჯებთან ვინ უფრო არის მიშვებული „ძველი გვარდია“ თუ ე.წ. ახლები?! ამ ეტაპზე „ახლები“ ჭამენ ბიუჯეტს, რაც „ძველების“ უკმაყოფილებას იწვევს.

20-20-ში ქალბატონმა ბესელიამ და მისმა ე.წ. ძველმა გვარდიამ უნდა დაანახოს ბიძინას, რომ აი, ისევ ჩვენ მოგვეცი, რადგან ჩვენ ვჯობივართ ახლებსო. ჩვენ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ მიშა ვერ მობრუნდება, „ახლები“ ნახევრად „ნაცები არიან და რაში გჭირდებათ?!

ბესელია „პატრიოტთა ალიანსს“ თუ წაართმევს ხმას, იქაც სულ 30%-ია, რომელიც ეკუთვნის დაუძალებელ ამომრჩეველს. დანარჩენი, ოპოზიციის ხმებს ისინი ვერ აიღებენ“- თქვა ხარშილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42