სოციალურ ქსელში ბექა ბუბუტეიშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით წერს:
"ძვირფასო ღუდუშაურის კლინიკა, სამყაროში ზეაღმატებული ფასეულობის, ფულის გარდა არსებობს კიდევ სხვა ფასეულობებიც, კერძოდ ადამიანის ჯანმრთელობა და ზოგადად ადამიანობა, რომელიც გასაკვირია და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება პირველხსენებულზე ოდნავ უფრო ფასეულიც კი იყოს.
გმადლობთ, რომ საღამოს 10 საათზე მოყვანილი, ორივე მხარამოგდებული, 200 კილომეტრ გამოვლილი ტურისტი, ორივე მხარამოგდებულივე გაგვატანეთ სხვა ჰოსპიტალში ღამის 2 საათზე.
ღირსები ხართ პასუხი მოგთხოვონ და უნდა მოგთხოვონ კიდეც!
იმედია, მალე ასე ვეღარ გააგრძელებთ!
ნიუ ჰოსპიტალსი გმადლობთ ოპერატიული, პროფესიონალური და ადამიანური რეაგირებისთვის. იმედია დღესაც ასე გააგრძელებთ!
პ.ს. ნებისმიერ დაინტერესებულ სტრუქტურას სიამოვნებით მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას!" - წერს ბუბუტეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






