„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თოქშოუ „საჯარო პოლიტიკის“ წამყვანი ეკა მიშველაძე არ ეთანხმება ბორდში წარდგენილ ახალ სატელევიზიო ბადეში მისი თოქშოაუსთვის მიჩენილ კვირადღეს. ის თვლის, რომ „საჯარო პოლიტიკა“ ხუთშაბათს უნდა გადიოდეს, ისევე როგორც ადრე.
ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ასეთი მასშტაბური თოქშოუს გადატანა კვირას, მაშინ როცა, სატელევიზიო პრაქტიკის მიხედვით, მიმდინარე პოლიტიკური კვირა, როგორც წესი, პარასკეობით ჯამდება ხოლმე.
ეკა მიშველაძეს იმედი აქვს, რომ არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწევს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ საჯარო პოლიტიკა" BBC-ის "Qvestion time"-ის ანალოგია, რომელიც უკვე მესამე სეზონია, ეთერში გადის. ის BBC-ის პატრონაჟით შეიქმნა და ეთერში გადიოდა ხუთშაბათს, 21.00 საათზე.
მასალის გამოყენების პირობები






