„მე ბრალს ვდებ ქართულ სახელმწიფოს... ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის 6 თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს“
"გირჩი" სოციალურ ქსელში ანა აროშიძის ისტორიას აქვეყნებს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ანა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამო რამდენიმე დღე დაკავებული იყო.
"31 იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე, ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს.მამაჩემი ამ „ოპერაციიდან“ ხუთ დღეში გარდაიცვალა. მე არ ვაბრალებ მამას სიკვდილს პოლიციელებს, მაგრამ მე ბრალს ვდებ ქართულ სახელმწიფოს იმაში, რომ მამაჩემს საკუთარი შვილის მომავალზე დარდი საფლავში ჩააყოლეს. მე ახლაც ბრალდებული ვარ და სასამართლოს ველოდები.
მოგიყვებით, რა გადამხდა თავს.
პოლიციელები სახლში რომ შემოგვივარდნენ, სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ის მოატყუეს, უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ პოლიციაში და მალევე გამომიშვებდნენ სახლში.
ასე აღმოვჩნდი ციხეში.
ლოგინად ჩავარდნილი მამასთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი. ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა. ამიტომაც არ მაქვს უფლება, ეს საქციელი ვინმეს ვაპატიო.
მამაჩემის ნაცვლად ვერ ვაპატიებ.
ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერზე გულწრფელად მოვყვე, მათ შორის, საკუთარ „დანაშაულზე“.ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს.არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ეკა ბესელიას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამისთვის, დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო დამნაშავეა ჩემი ოჯახის, მამაჩემისა და ჩემი მეგობრების წინაშე, რომლებიც ამ აბსურდის გამო ახლაც ციხეში სხედან.ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პოლიცია სპეცოპერაციას ჩაატარებდა ჩემ დასაპატიმრებლად, თანაც ასეთი აბსურდული ბრალდებით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა მომენტი, რომელიც ისე რადიკალურად შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას სამყაროზე, ადამიანებზე, თავისუფლებაზე, როგორც ციხეში გატარებულმა ამ რამდენიმე დღემ.
დღემდე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს.
ციხიდან კვირას გამომიშვეს, 1000 ლარიანი გირაოთი - ეს მაქსიმუმი იყო, რისი სესხებაც დედაჩემმა შეძლო.სამშაბათს მამა გარდაიცვალა.მინდოდა ყველაფერზე ხელი ჩამექნია და დავმალულიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრები ციხეში ისევ სხედან, იგივე ბრალდებით, და მე გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად.გადავწყვიტე, მამაჩემს დავუმტკიცო, რომ მისი შვილი კრიმინალი არ არის.
ამიტომ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში.
მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები, და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში - ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე.მე არ ვარ კრიმინალი და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, დამეხმაროთ ამის დამტკიცებაში" - წერს ანა აროშიძე.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა