„ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:26, 20 Feb, 2019     2065

„ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის.

თუმცა ვიდრე „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია ბულგარეთში დახლებზე გამოჩნდება, მანამდე სოფიაში მის პოპულარიზაციაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა იზრუნა.

თამარ ლილუაშვილის ინიციატივით სოფიაში სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდის ბრენდების დეგუსტაცია გაიმართა. საქართველოში წარმოებულმა ლუდმა სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბულგარელებს ქართული კულტურა და ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია უკეთ გავაცნო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიცნონ საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მიზნით, საქართველოს საელჩოს ეგიდით საქართველოში წარმოებული ლუდის დეგუსტაცია მოვაწყვეთ, სადაც სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ წარმოებული ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ბრენდებიც იყო წარმოდგენილი. სტუმრები მართლაც აღფრთოვანებულნი დარჩნენ, "ზედაზენის" პროდუქცია ძალიან მოეწონათ.

საქართველოს სახელით ამგვარ ღონისძიებებს ხშირად ვაკეთებ, თითქმის ყოველ თვე ვუთმობთ ქართული წარმოების პოპულარიზაციას.

ჯერჯერობით ბულგარეთში ქართული პროდუქციის ცნობადობა დაბალია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ცნობადობა გაიზარდოს და ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდეს“, აცხადებს ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42