სს „ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:30, 19 Feb, 2019     1400

გამოფენა რუსეთის დედაქალაქში 11-15 თებერვალს გაიმართა და მას 97 ქვეყნიდან 61 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

Prodexpo 2019-ზე სს "ქართული ლუდის კომპანია” სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი და ლუდებთან ერთად, სტუმრებს ლიმონათის, ნატურალური წვენების - "ჩერო", „არსი კოლას“ და ცივი ჩაი „ბაიხო“ს დაგემოვნება შეეძლოთ.

გამოფენის პარალელურად დამყარდა ახალი საქმიანი ურთიერთობები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

"Prodexpo 2019-ში მონაწილეობის ძირითადი მიზანი იყო ახალი პარტნიორების მოძიება. როგორც მოგეხსენებათ, ზედაზენი ამ ეტაპზე 40 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, როგორც ლიმონათებით, ისე ლუდებით. გამოფენაზე ჩვენი მიზანი იყო კომპანიის ასორტიმენტის უფრო ფართო მასებისთვის და უცხოელი შემსყიდველებისათვის კიდევ ერთხელ შეხსენება და სიახლეების კარგად გაცნობა. გამოფენის ფარგლებში მოხდა კონტაქტების გაცვლა. ინტერესი იყო არამხოლოდ რუსეთიდან, სადაც ისედაც ვართ წარმოდგენილები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითისთვის გეტყვით - იყო ინტერესი ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, კორეიდან და სხვა. ამ ბაზრებზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილი, ახალი კონტაქტების დამყარებით კი უახლოეს მომავალში ბაზრების მეტი ინტენსიურობით ათვისება არის დაგეგმილი.’’ - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Prodexpo საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში 60 ქვეყნიდან 2270 მეწარმე სუბიექტი იყო წარმოდგენილი. გამოფენას 25 წლის ისტორია აქვს, რადგანაც ის 1994 წლიდან არსებობს.სს „ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა.

გამოფენა რუსეთის დედაქალაქში 11-15 თებერვალს გაიმართა და მას 97 ქვეყნიდან 61 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

Prodexpo 2019-ზე სს "ქართული ლუდის კომპანია” სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი და ლუდებთან ერთად, სტუმრებს ლიმონათის, ნატურალური წვენების - "ჩერო", „არსი კოლას“ და ცივი ჩაი „ბაიხო“ს დაგემოვნება შეეძლოთ.

გამოფენის პარალელურად დამყარდა ახალი საქმიანი ურთიერთობები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

"Prodexpo 2019-ში მონაწილეობის ძირითადი მიზანი იყო ახალი პარტნიორების მოძიება. როგორც მოგეხსენებათ, ზედაზენი ამ ეტაპზე 40 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, როგორც ლიმონათებით, ისე ლუდებით. გამოფენაზე ჩვენი მიზანი იყო კომპანიის ასორტიმენტის უფრო ფართო მასებისთვის და უცხოელი შემსყიდველებისათვის კიდევ ერთხელ შეხსენება და სიახლეების კარგად გაცნობა. გამოფენის ფარგლებში მოხდა კონტაქტების გაცვლა. ინტერესი იყო არამხოლოდ რუსეთიდან, სადაც ისედაც ვართ წარმოდგენილები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითისთვის გეტყვით - იყო ინტერესი ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, კორეიდან და სხვა. ამ ბაზრებზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილი, ახალი კონტაქტების დამყარებით კი უახლოეს მომავალში ბაზრების მეტი ინტენსიურობით ათვისება არის დაგეგმილი.’’ - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Prodexpo საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში 60 ქვეყნიდან 2270 მეწარმე სუბიექტი იყო წარმოდგენილი. გამოფენას 25 წლის ისტორია აქვს, რადგანაც ის 1994 წლიდან არსებობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42