ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს.
"გვიან ღამით მზე "ხულიგანი" მერწყულის ნიშანს დატოვებს და ზოდიაქოს ყველაზე ბოლო, ყველაზე ღრმა და სულიერებით აღსავსე ნიშანში - თევზებში დაიდებს ბინას მარტის შუა რიცხვებამდე. ასტროლოგიაში თევზების ზოდიაქოს ნიშანს ორი მმართველი ყავს ნეპტუნი და იუპიტერი. ამიტომაც არიან თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ყველაზე "ჩაფიქრებული" და საოცარი, დახვეწილი იუმორის გრძნობის მქონეები. ნეპტუნი უმაღლესი პლანეტაა და როგორც ყველა პლანეტას ასტროლოგიაში მასაც აქვს გამოვლინების სხვადასხვა დონეები. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად და ერთგვაროვნად თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანების დახასიათება არასწორია. იმიტომ რომ ზემოთხსენებული ნეპტუნის გავლენით ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადებიან უზადო ნიჭის მქონე ხელოვანები, საოცარი ემპათიის გრძნობით დაჯილდოვებული, ფაქტობრივად ნათელხილვის უნარების მქონე ფსიქოლოგები, სოციალური სფეროს მუშაკები, ადამიანები რომლებიც ცხოველთა სამყაროს და ეკოლოგიას იცავენ თავგამოდებით და ა.შ თუმცა ნეპტუნს ნეგატიური მხარეც გააჩნია და თევზების ნიშნით დაბადებული ზოგიერთი ადამიანი ზუსტად ამ მხარეს ირგებს საკუთარ თავზე, იმიტომ რომ პლანეტის ენერგეტიკა თავის უმდაბლეს გამოვლინებაში მარტივად შეგიძლია მიიღო რაკი ამ პროცესს არ სჭირდება გაცნობიერებული არჩევანი და საკუთარ თავზე მუშაობა. უშუალოდ ნეპტუნის ცუდი მხარე კი არის შიშები, ფობიები, ილუზიები და რაც ყველაზე მთავარია ალკოჰოლი/ნარკოტიკის მიმართ ინტერესი, იმიტომ რომ თევზებს უყვართ ალტერნატიულ რეალობაში "გადასახლება", სასმელი და ნარკოტიკი კი დამეთანხმებით, მოკლე ვადით მაგრამ მათ ამ ილუზიას წარმატებით უქმნის. თუმცაღა თევზების ზოდიაქოს ნიშანზე ვრცლად რომ ვისაუბროთ უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ მათი სიმბოლო - ორი, ურთიერთსაპირისპიროდ მცურავი თევზი, რომლებიც ერთმანეთზე არიან გადაბმული. დაეთანხმებით ალბათ, უკვე სიმბოლიკაში დევს პასუხის იმაზე თურატომ იბადება ზოდიაქოს ამ ნიშნით ყველაზე ღრმად ემოციური, რთული და ფსიქოლოგიურად "მრავალშრიანი" ადამიანი.მე როგორც ასტროლოგი ვფიქრობ, რომ თევზები ზოდიაქოს ყველაზე რთული ნიშანია. იმიტომ რომ ამ ადამიანებში გაერთიანებულია ზოდიაქოს წინამორბედი თერთმეტი ნიშნის თვისებები - ცუდიც და კარგიც. ამიტომ ის თუ რა ტიპის "კოქტეილს" შექმნის საბოლოო ჯამში მათგან, ნებისმიერი თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის ინდივიდუალური არჩევანის თემაა და დამოკიდებულია პირად გადაწყვეტილებაზე, რომლის არქონაზეც რატომღაც ზოგიერთი მათგანი აქტიურად "წუწუნებს" ( თევზები კირჩხიბის მერე ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა ნიშანია:))) არადა აქაც მათი თანდაყოლილი "თვითშეწირულის" ხასიათი თამაშობს როლს. თევზები უანგარო თავგანწირვის სიმბოლოა ასტროლოგიაში. შემთხვევითი როდია რომ რელიგიიის თემასაც ზუსტად ეს ნიშანი შეესაბამება. ზოდიაქოს ამ ნიშნით ძალიან ბევრი ჰუმანისტი, ღვთისმსახური და ბრწყინვალე მუსიკოსი ევლინება ქვეყანას. მუსიკა თევზების საარსებო საწვავი და უნივერსალური ენაა, რომელშიც ბადალი არ მოეძებნებათ ამ ადამიანებს. თუმცაღა ხელოვნების სხვა დარგებშიც იქნება ეს რეჟისურა, ფოტოგრაფია, არქიტეტურა და ა.შ არანაკლები წარმატების მიღწევა შეუძლია თევზების ნიშნით დაბადებულს. მთავარია მან მოინდომოს და საკუთარ თავს დინების წინააღმდეგ ცურვა აიძულოს, იმიტომ რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უნარი და პრინციპულობა ეს ის თვისებებია რაც ძალიან ხშირად აკლიათ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ამიტომ მათ ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი - არ არის აუცილებელი მსხვერპლად შეეწიროთ საყვარელ ადამიანებს, მით უმეტეს რომ ხშირ შემთხვევაში ისინი თქვენგან არც ითხოვენ ამას. ისწავლეთ საუბარი საკუთარ ემოციებზე, ნუ ჩაიგუბებთ "პირში წყალს" თქვენი სიმბოლოსავით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საკუთარი ამბიციების გამოხატვის უუნარობის გამო ადამიანები თავხედურად სარგებლობენ თქვენი ჰუმანურობითა და სიკეთით. გამოიყენეთ თანდაყოლილი სირბილე, დიპლომატია და დახვეწილი იუმორი საიმისოდ რომ თქვენმა თანამმართველმა იუპიტერმა წარმატებისკენ მიმავალი, ნებისმიერი დახურული კარი გაგიღოთ რათა საბოლოო ჯამში დაუღალავად შესძლოთ გარშემომყოფებისთვის საკუთარი კრეატიული შესაძლებლობების და სულიერი სითბოს გაზიარებ" - წერს ასტროლოგი.
მასალის გამოყენების პირობები






