„უნდა იდგეს თუ არა სტალინის ძეგლი საქართველოში“ - ამ თემის განხილვას რადიო „პალიტრის“ ეთერში გრიგოლ ონიანსა და გიორგი ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ვიდეომასალა "პალიტრა ტვ"-მ გაავრცელა.
„შენ რუსთაველზე ზარბაზნებს ესროდი პრეზიდენტს და შენ უნდა მელაპარაკო დემოკრატიაზე?“, - ჰკითხა გრიშა ონიანმა გოგი ხოშტარიას.
„ზარბაზანი კი არა, „რაგატკაც“ არ მისვრია“, - უპასუხა ხოშტარიამ.
„თუ არ გისვრია, იდექი იქ და წიოდი და კიოდი, მე ხომ ვიცი, იქ ვიდექი... ცოტა კაცობა იქონიეთ“, - არ დათმო ონიანმა, რასაც ხოშტარიას გაღიზიანება მოჰყვა და „სტალინელის“ ლიდერს მილიონობით დახვრეტილი ადამიანი გაახსენა, კომუნისტებს კი „სისხლისმსელები“ უწოდა:
„თქვენ, კომუნისტები ვინც გაგაბლატავათ, იმათი დედა მოვ**ან მე!“ - თქვა ხოშტარიამ, რასაც ონიანის პასუხი მოჰყვა:
„თქვენი დემოკრატი დედა მოვტ**ან!“.
სიტუაცია წამყვანებმა განმუხტეს, დაპირისპირებულებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და სარეკლამო პაუზა გამოაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






