როგორ ადამიანებთან არ უნდა ილაპარაკოთ საკუთარ ბედსა და წარმატებებზე - ასტროლოგის რჩევები, რომლიც აუცილებლად უნდა გაითვალიწინოთ
ეს საინტერესოა - 16:59, 18 Feb, 2019     6988
სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ენერგია აქვს, თუმცა ხშირად ხდება ენერგიის ცირკულაციის დარღვევა. როცა ადამიანს საკუთარი ენერგია არ ჰყოფნის, ამ დროს ქვეცნობიერად ირთვება ენერგიის მიღების კოდი. კერძოდ, ადამიანი ხდება ენერგოვამპირი და ცდილობს, იპოვოს ენერგოდონორი, თუნდაც, უახლოეს გარემოცვაში.

ადამიანები ენერგეტიკულად ყოველთვის ვზემოქმედებთ ერთმანეთზე, ზოგი – დადებითად, ზოგი – უარყოფითად. ზოგადად, ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად – ენერგოვამპირებად და ენერგოდონორებად, ანუ ენერგიის მიმღებებად და გამცემებად.

ენერგოვამპირი – ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც გარკვეულ ზიანს გვაყენებს და მასთან სიახლოვე, უსიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს. შეიძლება, ადამიანი ჩუმი და წყნარი იყოს, მაგრამ სწორედ ამ დროს გვაცლიდეს ენერგიას. ეს, შედარებით სუსტი ენერგოვამპირია. ენერგოვამპირის მეორე კატეგორია კი გამუდმებით წუწუნებს, ჩხუბობოს, ხმამაღლა განიხილავს მოვლენებს, თავისი ქმედებით სხვებს აცლის ენერგიას. გამუდმებით უკმაყოფილო სახე აქვთ, მაშინაც კი, თუ მათ ცხოვრებაში რაიმე სასიკეთო ხდება. ძირითადად, ვამპირიზმის გამოვლინება ხდება ზედმეტად ხმაურიან, აქტიურ ადამიანებში. ხშირად ისინი ვერ ალაგებენ პირად ცხოვრებას, არ უმართლებთ ოჯახურ ურთიერთობებში, კოლეგებთან... ენერგოვამპირების უმრავლესობა, ვერ ხვდება თავის მდგომარეობას და უკვირს, რატომ ერიდებიან ადამიანები, რატომ არ უმართლებთ ოჯახურ თუ სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობაში.

ადამიანი, ძირითადად, კოსმიური და მიწიერი ენერგიებით იკვებება. იმ შემთხვევაში კი, თუ მას ასეთი წესით მიღებული ენერგია აქ ყოფნის და ბუნებიდან მის მიღებას ვერ ახერხებს, იწყებს მსხვერპლის, ანუ ენერგოდონორის ძებნას. შესაძლოა, ეს მისი კოლეგა, ახლობელი, ოჯახის წევრი ან მეზობელი აღმოჩნდეს.

ამიტომ, გირჩევთ, ყურადღებით იყოთ, რადგან თავის დაცვა არა მხოლოდ უცხოებისგან, შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგანაც მოგიწიოთ.

ბუნებაში ენერგოვამპირის ორი ტიპი არსებობს – პლანეტა მზისა და მთვარის ტიპის. ეგრეთ წოდებული, „მთვარის ტიპი“ არ არის აგრესიული, ნაკლებად საშიშია, „მზის ტიპი“ კი საკმაოდ აგრესიულია და ეს ერთი შეხედვითაც შესამჩნევია. „მზის ტიპის“ ენერგოვამპირი ხშირად აღგზნებულია, არ მალავს თავის აგრესიას, ცდილობს, საკუთარი აზრი ნებისმიერი ფორმითა და ხერხით მოახვიოს თავს სხვა ადამიანებს. არ ითვალისწინებს სხვების რჩევებსა და აზრებს. მისთვის, დარიგებისა და რჩევის მიცემას აზრი არ აქვს. არის ეგოისტი. ასეთი ტიპის ენერგოვამპირი ლაპარაკით იჭერს მსხვერპლს და იწყებს მისგან ენერგიის გამოწოვა-შთანთქმას. მათი უმრავლესობა ცეცხლის სტიქიის ქვეშაა დაბადებული და ამ სტიქიის გავლენა მათში მკვეთრად შეიგრძნობა.

„მთვარის ტიპის“ ენერგოვამპირი, „მზის ტიპის“ ენერგოვამპირისგან სრულიად განსხვავებულია. ის სულ უკმაყოფილო, ცხოვრებაზე გულაცრუებულია და გამუდმებით წუწუნებს ბედზე. ხშირად ლაპარაკობს თავის პრობლემებზე. უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ასეთი წესით, ის მონოტონურად აცლის ადამიანს ენერგიას, თავად კი ამ ენერგიით იკვებება.

თუ ენერგოვამპირს დროზე არ გაეცალეთ, შესაძლოა, მან თქვენგან იმდენი ენერგია გამოქაჩოს, თავი შეუძლოდ იგრძნოთ და ჯანმრთელობის პრობლემამაც კი იჩინოს თავი. ამიტომ, მისი იგნორირება უნდა შეძლოთ – არ მიაქციოთ ყურადღება და გულთან ახლოს არ მიიტანოთ მოსაუბრის სიტყვები; ან, პირიქით, შეტევაზე გადადით და სანამ ის ხმას აუწევს და თავის პრობლემებზე დაიწყებს წუწუნს, თქვენ დაასწარით, მეტი ილაპარაკეთ და არ მისცეთ ლაპარაკის საშუალება. და, ნუ იწუწუნებთ საკუთარ ბედზე, რადგან ამ დროს ენერგოვამპირისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომი ხდებით და წარმატებებისკენ მიმავალ გზასაც ხერგავთ.



წყარო: ჟურნალი "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42