ანი ნადარეიშვილი პროკურორ რევაზ ნადოის: უცხო ხალხი არ მიიკაროთ და გარეთ არ ჭამოთ...
სოც.მედია - 17:43, 20 Sep, 2013     1650

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი პროკურორ რევაზ ნადოის მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ რახან რევაზ ნადოი გამოიყენეს, „წულუკიან-კბილაშვილს“ უკანდასახევი გზა არა აქვთ“ და, შესაძლოა, დისკრედიტირებული პროკურორი თავიდან მოიშორონ. ანი ნადარეიშვილი რევაზ ნადოის მოუწოდებს, რომ გარეთ არ ისადილოს ხოლმე:

„ჩემი მიმართვა (გაფრთხილება) პროკურორ რეზო ნადოის

ბატონო პროკურორო, თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ გაგწირეს და ხელები შეგაწმინდეს თქვენმა ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში, ჯერ იმიტომ რომ „კანონიერი ქურდების“ ინტერესების დამცველ პროკურორად მოგავლინეს, გაგაყალბებინეს უამრავი დოკუმენტი თუ მოწმის ჩვენება, ხანდაზმული მუხლით წაგაყენებინეს ბრალი, მერე ჩაგაგდეს უხერხულ მდგომარეობაში და გიბრძანეს, როგორც გინდა ისე გაჭიმე დრო და არჩევნებამდე სასამართლო პროცესი არ დაამთავროო, ყველანაირად ეცადეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ; 

ავად გაგხადეს და გუშინ ჯანმრთელი გამოგიჭირეთ (ეხლა ნახეთ ექიმს ყალბ ცნობას რომ დააწერინებენ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ იძულებით, მუქარით, შანტაჟით თუ როგორც იქნება, იმ ექიმის ლანდი გავხდები).

მე გულწრფელად მეცოდებით, იმიტომ რომ ადამიანური გრძნობები გამაჩნია, ის, რასაც გუშინ ვუყურე, როგორ გაიქეცით სახლში ჩემს დანახვაზე, როგორ იდექით კარის უკან და გვისმენდით ჩემი და თქვენი ქალიშვილის საუბარს მხოლოდ და მხოლოდ სიბრალულს იწვევს ჩემში. 

მე უბრალოდ გაფრთხილებთ, წულუკიან-კბილაშვილს უკან დასახევი გზა არა აქვთ, იმისათვის რომ ეს მთელი ცირკი "გააპრავონ" სრულიად შესაძლებელია, თქვენ მართლა რამე დაგმართონ (არჩევნები მოდის, ხომ გესმით) ამიტომ გირჩევთ უცხო ადამიანები, რომლებიც გუშინ მრავლად ტრიალებდნენ თქვენს სახლთან (კუდი, სუსი თუ რაც არის) არ მიიკაროთ, განსაკუთრებით კი ვითომ ვინმე ექიმი ინექციის ნემსით ხელში. P.S. ხოდა კიდევ, გარეთ არ ჭამოთ, განსაკუთრებით პროკურატურის სასადილოში და თქვენს კუთვნილ რესტორან "სამეფოში" მცხეთაში!“ - წერს „ფეისბუქზე" ანი ნადარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42