დევნილებს 5 თვეა შუქი არ მიეწოდებათ - "წინა ხელისუფლება გვიხდიდა დავალიანებას"
საზოგადოება - 17:01, 20 Sep, 2013     1841

სპეციალური რეპორტაჟი

მეხუთე თვეა გორში, ვერხვების დასახლებაში ნომერ პირველ საბავშვო ბაღში მცხოვრები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ 32 ოჯახს ელექტროენრგიის გარეშე უწევს ცხოვრება. ადგილობრივი ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, ნომერ პირველ საბავშვო ბაღში სიტუაცია უცვლელია. 

იძულებით გადაადგილებული პირები ელექტროენერგიის ჩართვას მეხუთე თვეა, უშედეგოდ ითხოვენ. ნომერ პირველი ბაგა-ბაღის მსგავსად, ელექტროენერგია არ მიეწოდება 12 სხვადასხვა პუნქტს, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

როგორც "ნიუპოსტს" ზემო ნიქოზიდან დევნილმა ნატო ივანაძემ განუცხადა, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება: 

"მეხუთე თვე დაიწყო, დენი რაც აღარ გვაქვს დავალიანების გამო. ჩვენ არ გვთვლიან დევნილებად. დენი ხომ არ გვაქვს, ახლა წყალიც გამოგვირთეს. ბუნებრივ აირზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. ჩვენი პატრონი არავინაა. გორის მუნიციპალიტეტს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩვენი გასაჭირი.

გამგებელი პაპუნა კობერიძე იყო ერთხელ მოსული და გვითხრა, რომ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერსო - დაპირება დაპირებად დარჩა. დარეკვითაც ბევრჯერ ვრეკავთ, მაგრამ უკვე ჩვენი ნომრები იციან და პასუხსაც აღარ გვცემენ, რა მოხდება, დაფარონ ეს დავალიანება ან გადაანაწილონ და ჩვენ ჩვენი მრიცხველები დაგვიყენონ, რასაც დავწერთ, ტანჯვა-წამებით, როგორმე გადავიხდით. 

როგორ შეიძლება, მთავრობამ 21-ე საუკუნეში ასეთ დღეში გვამყოფოს. კითხვა მაქვს მთავრობასთან, უწყლოდ აცხოვრებენ თავის შვილებს? პაპუნა კობერიძესთან ვიყავით კიდევ ერთხელ 1 თვის წინ და 2 კვირაში ჩაირთვებაო, მაგრამ აშკარად მოგვატყუეს", - აცხადებს ივანაძე.

ხათუნა ლალაშვილი სოფელ ფლავიდან დევნილი: "დენი, წყალი გაზი, არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ეს რა დღეში ჩაგვაგდეს, წყალს მეზობლებისაგან ვეზიდებით, უკვე გვრცხვენია. ხან სანთლის ფულიც არ გვაქვს და ბავშვებს საღამოობით გარეთ მთვარის შუქზე გავიყვანთ ხოლმე. არაადამიანურ პირობებში ვცხოვრობთ, ნეტა ზამთარში რა გვეშველება, აქამდე დენის გამათბობლებს ვამუშავებდით ხოლმე და ეხლა ეგეც არ გვექნება. უკვე 4 წელია აქ ვცხოვრობთ, აქამდე წინა მთავრობა გვიხდიდა დავალიანებებს, მაგრამ ამათ აღარ გადაიხადეს. ვთხოვთ ეს დავალიანება დაფაროს მთავრობამ და მერე ჩვენ გადავიხდით. ჩვენ ხომ აღარავინ არ გვეხმარება, სამსახურები ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად ვართ".

"ნიუპოსტი" გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს პაპუნა კობერიძესაც დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დევნილების პრობლემა მთავრობის სხდომაზეც განიხილეს, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.

"დავალიანება არის 32 600 ლარი ჩვენ მაქსიმალურად ყველა სამთავრობო სტრუქტურა ჩავრთეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს საკითხი გავიდა მთავრობის სხდომაზე და ეხლა ველოდებით იქიდან მიღებულ განკარგულებებს, თუ ვის დაავალებენ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდას. ადგილობრივ ბიუჯეტში სამწუხაროდ, არ იყო ეს ხარჯები გათვალისწინებული რადგან წინა წლის პრაქტიკა იყო, რომ ამას იხდიდა დევნილთა სამინისტრო".

იქამდე, სანამ ხელისუფლება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დავალიანების დასაფარ თანხას გამოყოფს, დევნილებს კვლავ მოუწევთ დენის გარეშე ცხოვრება, მალე კი შემოდგომა მიიწურება და ზამთარიც მოვა.

გიორგი ახალკაცი, სპეციალურად "ნიუპოსტისთვის", გორი.

ავტორის ფოტოები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42