ილიაუნის სტუდენტები მესამე დღა შიმშილობენ და აკადემიური საბჭოს წევრებთან შესახვედრად ემზადებიან
განათლება - 12:42, 17 Feb, 2019     1977

ილიაუნის სტუდენტები მესამე დღეა, რექტორის კაბინეტთან შიმშილობენ. ხვალ სტუდენტები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს ხვდებიან.

„ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით სამუშაო ჯგუფი, ათი კაციანით. ჩამოყალიბებული გვაქვს უკვე ეს ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ რამე შეიცვლება. მოთხოვნებიდან რამე მაინც იქნება გათვალისწინებული იმიტომ, რომ ორ კვირაზე მეტია, უკვე ვაპროტესტებთ ამ რეფორმას და აქამდე არაფერი შეცვლილა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, გიორგი უგრეხელიძემ.

სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებთან კონკრეტული მოთხოვნებით წარდგებიან. მათი თქმით, ჯერ არა აქვთ გეგმა, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

„პირველი არის ბიზნესსკოლის დაბრუნება. მეორე არის წესდების შეცვლა. მესამე არის აკადემიური საბჭოს დათხოვნა და მეოთხე უკვე უკიდურესი მოთხოვნა - გიგა ზედანიას გადადგომა. ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, შეიძლება, რაღაც დაკმაყოფილდეს, შეიძლება, საერთოდ არაფერი არ დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ჯერ გეგმები არ გვაქვს,“ - განაცხადა მარიამ ჯომიდავამ.

ამ დროისთვის მოშიმშილე სტუდენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42