ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე რეაგირების მოხდენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
„პოლიტიკური პარტიების საეჭვო სიჩუმე მამალაძის საქმეზე, ძალიან სამარცხვინოა. სამწუხაროდ, ჩვენი არასამთავრობო სექტორიც გაურკვევლად დუმს, რაც კიდევ უფრო მიკვირს - კონიუნქტურას აქ ვერ დავაბრალებ და ვერ ამიხსნია, რა ხდება.
მოკლედ, ხვალ, 12 საათზე, თორნიკე მამალაძე აწყობს აქციას საპატრიარქოსთან. ვნახოთ, ვინ გადალახავს რუბიკონს და ვინ ვერა! დიახ, ხვალინდელი აქცია წესიერების და გამბედაობის ტესტია! ვნახოთ, ვინ დაიცავს სახელმწიფოს და საპატრიარქოს ტყვეობაში მყოფი მძიმედ ავადმყოფი დეკანოზის ინტერესებს და ვინ ამოეფარება კონიუნქტურას! აბანოში გამოჩნდება, მოკლედ“, - წერს ნიკა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






