ტყემალაძე: „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ კაკაბაძე და სხვა კულტუროლოგები მალე გამოჩნდებიან
საზოგადოება - 14:51, 20 Sep, 2013     2760

„თამაზ ტყემალაძემ პირველივე თათბირზე გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო,“-აცხადებს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე გაზეთ ,,ვერსიასთან“ საუბრისას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი ეკა კვესიტაძე თამაზ ტყემალაძეს პირველი არხის უკუსვლაში ადანაშაულებს, ხოლო ირაკლი კაკაბაძეს იდიოტს უწოდებს.

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ბიძინამ "მეცხრე არხი" იმიტომ დახურა, რომ რეიტინგული ტელევიზია არ იყო, ხოლო მისი ჟურნალისტები პირველ არხზე გადმოიყვანა. ის მათ ფულს თავად უხდიდა, ახლა კი ბიუჯეტი გადაუხდის - ეს საკმაოდ ჭკვიანურია ივანიშვილის მხრიდან. 

პირველ არხზე "მეცხრედან" უკვე 30-მდე ადამიანია გადმოსული. რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძეს, ამ იდიოტისა და არანორმალურის სიტყვებს სერიოზულად ვერ მივიღებ. არხის რა განახლებაზეა საუბარი, როცა თამაზ ტყემალაძემ პირველივე თათბირზე გამოგვიცხადა, ეთერში ნეკროლოგების აღდგენას ვაპირებო. კაკაბაძე იწყებს ჩემს კომპრომეტირებას? - დაიწყოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს", - განაცხადა კვესიტაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კვესიტაძისა და პაიჭაძის გათავისუფლებაზე კომენტარი ტყემალაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველი არხის ეთერში მიკერძოებული გადაცემების გაშვებას არ დაუშვებს. მისივე თქმით, მალე მაყურებელი ტელევიზიაში ირაკლი კაკაბაძესაც იხილავს. 

"ხმაურის დიდოსტატები და დემაგოგები თავად არიან და იმიტომ მოხდა ეს ამბავი. მათზე უკეთესი ჯერ არავინ გათავისუფლებულა, თუ რა?! გგონიათ, მოისვენებენ? კიდევ რაღაცებს გეგმავენ. გეგმონ, რამდენიც უნდათ - ამომავალი მზეა ეს კვესიტაძე, თუ მაგის გარეშე ეთერი ვერ გაკეთდება? არ მინდა, ბატონო, აგერაა ქვეყნის კერძო ტელევიზია და იქ მივიდნენ! 

ბევრი ახალი გეგმა გვაქვს და მალე იხილავთ ირაკლი კაკაბაძესაც და სხვა კულტუროლოგებსაც ამ არხზე... რაც შეეხება "მეცხრე არხიდან" გადმოსულ ჟურნალისტებს, ჯერ ნახეთ, მოუსმინეთ ამ ხალხს და თუ პირველივე გადაცემაში რაიმე ოდნავ მაინც არ მოგეწონებათ, მერე ძალიან ვრცლად აგიხსნით ყველაფერს! არასოდეს დავუშვებ, საზოგადოებრივ არხზე ვინმემ მიკერძოებული გადაცემა წაიყვანოს", - აღნიშნა ტყემალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42