„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
რელიგია - 16:33, 15 Feb, 2019     26358
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, 15 თებერვალს, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ადაიანის გარდაცვალებაზე და მიწიერი ცხოვრების განშორებისთვის მომზადებაზე ისაუბრა:


„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს ის დღეა, როცა მართალმა სვიმეონმა თქვა: ,,აწ გუნეტევე მონა შენი, მეუფო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით“. ეს სიტყვები უნდა თქვას ყოველმა ადამიანმა გარდაცვალების ჟამს. ,,აწ განუტევე მონა შენი“. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომზადებულნი ვიყოთ მომავალი ცხვრებისათვის ანუ უნდა ვემზადებოდეთ მარადიული ცხოვრებისათვის. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ასაფლავებენ ადამიანებს, ახლობლებს, შორეულებს, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი იმათ ადგილზე. მეტად რთული პროცესია განშორება მიწიერი ცხოვრებისაგან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მშვიდობა დავტოვოთ აქ, მშვიდობით წავიდეთ და მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი არის მომზადება გარდაცვალებისათვისო.“- განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ ავღენეთში 80-იან წლებში მებრძოლ სამხედროებზეც ისაუბრა:

„დღეს ჩვენთან წირვას ესწრებოდნენ ავღანელები. 5000 ქართველი მონაწილეობდა ავღანეთში და აქედან 128 ვეღარ დაბრუნდა, დაბრუნდა მაგრამ გარდაცვალებული. მე მახსენდება შევარდნაძის სიტყვები. ის იყო იმ დროს საგარეო მინისტრი და მას საბჭოთა კავშირის მთავრობამ დაავალა გამოეცხადებინა, რომ ავღანეთიდან გაჰყავთ ჯარი. ამ შეკრებას ესწრებოდნენ გენერლები და მაღალი ჩინოსნები. მეგონაო, რომ ისინი ტაშით შეხვდებოდნენ ამ ამბავს, მაგრამ არცერთმა გენერალმა და ჯარისკაცმა არაფერი მოიმოქმედა, არ გამოხატა არც სიხარული და არც მწუხარება, უფრო კი მწუხარება. საბჭოთა კავშირს უნდოდა, რომ გაეგრძელებინა ეს მკვლელობა.“- აღიშნა ილია მეორემ.

„ღმერთი მოწყალეა. ჟამი ახლოს არს და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ ამ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ღირსეულად მოხდეს ჩვენი ამქვეყნიდან გასვლა.“- განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42