ხვალ “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან” (GEclose2EU) პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:10, 14 Feb, 2019     2644
15 თებერვალს, 11.00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, პროექტის “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში - ულრიკ ტიდესტრომი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი - ნინო ევგენიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი - მიხეილ ხიდურელი. ღონისძიებას დაესწრებიან, ბიზნესის, ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ იწყება. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტში ჩაერთვება 100 კომპანია, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის და ორი ახალი, პროექტის ფარგლებში შერჩეული, მიმართულებით. დამატებითი პრიორიტეტული სფეროების შერჩევის კრიტერიუმებია - დასაქმების, განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის მაღალი პოტენციალი. პროექტში ასევე ჩაერთვება სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ 500 ბენეფიციარი კომპანია არასასოფლო-სამეურნეო სფეროებიდან.

პროექტზე მომუშავე გუნდი კვლევების და ანალიზის შედეგად გამოავლენს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის ახალ სექტორებს, პროდუქტებს და სერვისებს, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების, ზრდისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები. ამ კომპანიებისთვის შეიქმნება ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელსაც ეს ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ სერთიფიცირებისა და ლიცენზიის მისაღებად.

კომპანიების ტექნიკური დახმარება, პირდაპირი სწავლება და კონსულტაციებიპროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 კომპანია, რომელიც მიიღებს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მათ შორის, მცირე გრანტებს. პარალელურად, საქართველოში ამ კომპანიებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და მასტერკლასებს. პროექტის ბენეფიციარი 100 კომპანიიდან 60 შერჩეული ორგანიზაცია გაივლის სასწავლო კურსს შვედეთში.

სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ საექსპორტო საქმიანობის მხარდაჭერააწარმოე საქართველოს 500 ბენეფიციარ კომპანიას (არა სასოფლო-სამეურნეო მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები), შესაძლებლობა მიეცემა სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით, გაიღრმაონ ცოდნა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და ეფექტური მართვის საკითხებში. ასევე, ეს კომპანიები ყოველწლიურად მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოფენა - გაყიდვაში.

ქართული კომპანიების ცნობადობის გაზრდაქართული ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზების მიზნით, განახორციელდება 2 მედია ტური შვედეთსა და საქართველოში, რომელშიც მონაწილეობსაც მიიღებს 20-მდე შვედი და ქართველი ჟურნალისტი.

პროექტის ფარგლებში მოხდება ვებ-გვერდის www.tradewithgeorgia.com განვითარება და პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

პროექტი 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42