„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ესტუმრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:40, 13 Feb, 2019     2676

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და ელჩის პირველი მდივანი შინჯი სოიამა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კონკურენტული უპირატესობების შესახებ იმსჯელეს და იაპონელი ინვესტორებისთვის საინტერესო სექტორებზე გაამახვილეს ყურადღება. იაპონიის ელჩის განცხადებით, საქართველო იდეალური არჩევანია იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებსაც ევროპის ბაზრის ათვისება სურთ. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები საერთაშორისო ბაზრებზე კი საქართველოს, ამ მხრივ, საუკეთესო პლატფორმად აქცევს.

იაპონიის ელჩი საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ პროექტებით დაინტერესდა და ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ფონდის მენეჯმენტმა, თავის მხრივ, იაპონიის ელჩს ფონდის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ იაპონური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის უმსხვილეს სახელმწიფო საფინანსო ინსტუტთან თანამშრომლობა რისკების გადაზღვევის თვალსაზრისით, პრიორიტეტულია.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და იაპონელი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ღონისძიებები დაგეგმეს.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 14-15 მარტს ტოკიოში დაგეგმილ საერთაშოისო ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ტოკიოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Japan External Trade Organization (JETRO) -ის ორგანიზებით ტარდება. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას ქართული ბიზნეს კომპანიები მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42