ქრთამის აღების ფაქტზე გამგეობის მაღალჩინოსნები დააკავეს
სამართალი - 10:44, 20 Sep, 2013     1256

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ვახტანგ კობახიძე და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე აკაკი დანელია ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი, 1970 წელს დაბადებული ვახტანგ კობახიძე და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, 1953 წელს დაბადებული აკაკი დანელია ამხილეს. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები თანამდებობრივი უფლებამოსილების და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ უკანონო გარიგებაში შედიოდნენ პირებთან, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისათვის სურდათ წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიით სარგებლობა. დადგინდა ისიც, რომ მათ დაინტერესებულ პირს აღუთქვეს, რომ ყოველგვარი ნებართვისა და საიჯარო ხელშეკრულების გარეშე წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სარგებლობაში გადასცემდნენ, სადაც ის შეძლებდა ავტომანქანების მოძრავი გაზგასამართი სპეციალური ავტომანქანის დაყენებას და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. ასევე, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით სამსახურებრივ მფარველობას დაპირდნენ, რისთვისაც ქრთამის სახით მოითხოვეს და აიღეს 11 000 ლარი. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, და ,,გ,, ქვეპუნქტებით, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42