„ივანიშვილი ყოველგვარ ლოგიკურ ზღვარს გასცდა... კირკიტაძის საქმე და მრავალვექტორიანი კრიზისული გამოვლინებები ხელისუფლებას კატასტროფისკენ უბიძგებს“ - გია ხუხაშვილი
პოზიცია - 20:54, 12 Feb, 2019     2680
როდესაც ხელისუფლბა ასეთ კონსტრუქციას ააგებს, ბუნებრივია, ის ბაბილონის გოდოლს ემსგავსება და დაინგრევა - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ მოსამართლის გადაწყვეტილებას, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

ექსპერტი ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ლოიალურია დანაშაულებრივი ინციდენტების მიმართ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება კირკიტაძის შემთხვევაში აჩენს კონტრასტს და შერჩევითი სამართლის განცდას ოპონენტებშიც და საზოგადოებაშიც.

„პრობლემად მიმაჩნია ის, რომ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ავლენს ლოიალობას საკმაოდ ცუდ ინციდენტებთან დაკავშირებით, მაგალთად რომ ავიღოთ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელის ასე ვთქვათ საქმის მიფუჩეჩება და არაერთი ასეთი საქმე მიფუჩეჩდა, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები, როლებიც სჩადიან ხულიგნურ დანაშაულს და როგორც წესი, საქმე არაფრით მთავრდება. უკეთეს შემთხვევაში, ეს ადმიანები გირაოთი თავისუფლდებიან და ქმნის იმ ტიპის კონტრასტს, რაც ხელისუფლების ოპონენტებს აძლევს საშუალებას, ისაუბრონ პოლიტიკურ დევნაზე. ასეთი კონტრასტი რომ არასებობდეს და შერჩევითი სამართლის განცდა რომ არ იყოს საზოგადოებაში, შეიძლება ასეთ ფაქტებს გაგებით მოკიდებოდა საზოგადოება.

მითუმეტეს როცა ეს მიდის იმ ფონზე, როცა აბსოლუტურად ცხადი ხდება სასამართლოს ანგარჟირებულობა, მისი პოლიტიკური დაქვემდებარებულობა. ვხედავთ, რომ სასამართლოში მიმდინარე კრიზისი ძალიან დრამატულ ფორმებს ატარებს და ბუნებრივია, მის მიმართ არსებული ნდობაც არის „პლინტუსს“ ქვემოთ. ეს ყველაფერი კომპლექსში, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს“ - განაცხადა ხუხაშვილმა,

ექსპერტი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დღეს არსებული დრამატული ვითარება, ხელისუფლებას კატასტროფისკენ უბიძგებს.

ეს ყველაფერი კატასტროფით მთავრდება ხელისუფლებისთვის, მითუმეტეს, როცა პირველად არ ხდება ჩვენი ხელისუფლებების ისტორიაში, როცა ჰგონია ამა თუ იმ ხელისუფლებას, რომ ყველა და ყველაფერი უნდა აკონტროლოს და სამართლით კი არ წყდებოდეს ადამიანების ბედი, არამედ წყდებოდეს მისი პოლიტიკური ნების და მისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად.

როდესაც ხელისუფლბა ასეთ კონსტრუქციას ააგებს, ბუნებრივია ის ბაბილონის გოდოლს ემსგავსება და დაინგრევა. მე ზუსტად საათსა და დროს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებისთვის ეს შეუქცევად ხასიათს იღებს.

კირკიტაძის საქმე ხომ არ არის ერთი, ძალიან მრავალვექტორიანი კრიზისული გამოვლინებები ჩანს და ეს ყველაფერი, კომპლექსში, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება გააძლიეროს, როგორც მას ჰგონია, პირიქით ასუსტებს და კატასტროფისკენ უბიძგებს.“ - განაცხადა ექსპერტმა.

რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს, ხუხაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი „ყოველგვარ ზღვარს გასცდა“.

„მე საერთოდ ვერ ვცნობ ივანიშვილს, მას სულ სხვა მხრიდან და სხვა მონაცემებით ვიცნობდი. როგორც სჩანს მას აქვს პრობლემა რეალობის აღქმის, გამოჩნდა და ის ყოველგვარ ლოგიკურ ზღვარს გასცდა.“ - განაცხადა ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42