Scope Ratings GmbH-მა ლისი დეველოპმენტის საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:09, 12 Feb, 2019     2656

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიის „ლისი დეველოპმენტის" (სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი") ობლიგაციას BB რეიტინგი მიანიჭა. ამავდროულად, Scope Ratings GmbH-მა განაახლა კომპანიის რეიტინგის პროგნოზი B+ პოზიტიური პერსპექტივით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ლისი დეველოპმენტი" ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა.

საერთაშორისო კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი კომპანიამ Scope Ratings GmbH-ისგან 2018 წლის ივლისში მიიღო და ეს რეიტინგი წარმოადგენდა B+ სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მოძიებაში კომპანიას ფინანსური რეკომენდაცია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა" გაუწია.

გარდა ამისა, 2019 წლის თებერვალის მონაცემებით, „ლისი დეველოპმენტის" მიერ გამოშვებული საჯარო ობლიგაცია დაშვებულია ქლიარსტრიმის (Clearstream Banking S.A.) სისტემაში, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის.

„აღნიშნული სარეიტინგო პროგნოზის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურ პერსპექტივამდე ხაზს უსვამს ერთი მხრივ, კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, მეორე მხრივ კი ფასიანი ქაღალდის ძლიერ პარამეტრებს", -აღნიშნა ნოდარ ადეიშვილმა, ,,ლისი დეველოპმენტის'' გენერალურმა დირექტორმა.

„ობლიგაციის რეიტინგის BB ნიშნული საამაყო შედეგია. Scope Ratings GmbH-ის მიერ აღნიშნული რეტინგის მინიჭება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფასიანი ქაღალდის საკრედიტო ხარისხს" -აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის" დირექტორმა.

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა" 2018 წლის დეკემბერში 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯაროემისიის გზით და ფასიანი ქაღალდი დაილისტა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2018 წლის დეკემბერში. აღნიშნული ემისია კომპანიის მიერ გამოშვებულიპირველი ობლიგაციაა, რაც თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა" უზრუნველყო.

„ლისი დეველოპმენტი" უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ჯგუფის ფარგლებში 350 ჰექტარ მიწისნაკვეთს ფლობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წელს კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი შავი ზღვის სანაპიროზე და გეგმავს მულტიფუნქციურიკომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას. „ლისი დეველოპმენტი" ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

„თიბისი კაპიტალი" თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი" გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი" საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42