ქართველი ემიგრანტები : რუსეთი ოკუპანტია !!!
შენი რეპორტაჟი - 06:46, 20 Sep, 2013     10379

თავიდანვე მინდა აღვნიშნო,რომ ეს საპასუხო წერილი ქვეყნდება არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ქართველი ემიგრანტისა და ყველა ნამდვილი ქართველის სახელით…

ბ-ნ ზვიად

რამდენადაც ცნობილია, თქვენი ორგანიზაცია აპირებს მიმართოს ევროკავშირს ოფიციალური წერილით, რუსეთის მიმართ ტერმინ ოკუპანტის ხმარებიდან ამოღების თხოვნით…ასევე თქვენი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს რუსეთთან პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობების აღდგენა.

ბ-ნო ზვიად, თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ სარგებლობთ მთელი ემიგრანტების სახელით და ისიც ესოდენ დამამცირებელი, სამარცხვინო და ამორალური განცხადების გაკეთების დროს ? რას ჰქვია რუსეთი ოკუპანტი არ არის? ვის აქვს აბა საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები ოკუპირებული? ვისთან ომს შეეწირა ამდენი ქართველის სიცოცხლე? რისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი?

ლამის ყოველდღიურად საზღვრებს გვიწევენ. გოჯ-გოჯ მიწას გვაკარგინებენ. სულში გვაფურთხებენ . ჩვენს ისტორიას, ადამიანობას და ღირსებას ფეხ-ქვეშ გვითელავენ !.. ოდითგანვე, სწორედ თქვენნაირი მოღალატე და გამყიდველი სულები ადგამდნენ საქართველოს მონობის უღელს! საკუთარ კეთილდღეობას წირავთ ქვეყანას!

თუ თქვენ გავიწყდებათ, მაშინ მე შეგახსენებთ, რომ თქვენ საქართველო არ ხართ! თქვენ ქართველი არ ხართ!…ქართველობა მარტო ქართული გვარის ტარებაში არ გამოიხატება…ქართველობა სულში დევს. სწორედ იმ სულში, რომელიც სისხლის თვითოეულ დაღვრილ წვეთზე თრთის…

ჩვენთვის ჩვენი სამშობლო არაფერზე არ იყიდება. თქვენ კი, არ მოგცემთ სამშობლოს გაყიდვის უფლებას ! ყველანაირად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას სისხლის მწოველებისაგან , გარეწრებისა და სულით მონებისაგან !..

ნია ჯამასპიშვილი

"ნიუპოსტის" შენიშვნა: რუბრიკაში "შენი რეპორტაჟი" მკითხველის მიერ გამოქვეყნებული ეს მასალა დაშვებულია გამოსაქვეყნებლად რედაქციის მიერ და ის წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებას. ამ და სხვა, რედაქციის მიერ დაშვებულ მასალებში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42