"წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო, ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ბოლო დღეები ავიტანოთ" - პატრიარქი
რელიგია - 18:25, 11 Feb, 2019     11238

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა. ილია მეორემ პიროვნების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ადამიანი მოწოდებულია, განვითარდეს. პატრიარქის განცხადებით, როდესაც ადამიანი განსაცდელის დროს ფიქრობს, რომ მას არაფერი ეშველება, სწორედ მაშინ მიდის ღმერთი მასთან. ილია მეორის თქმით, წმინდა მამები კი ამბობენ, რომ ბოლო ჟამის დღეები დგას. ამ დროს კი ადამიანმა ღვთის მადლი უნდა ეძიოს.

„ადამიანი სუსტია, მაგრამ არის ხატება ღვთისა; სუსტია, მაგრამ მსგავსებას ღვთისას უნდა მიაღწიოს თავისი მოღვაწეობით, თავისი სულიერი ცხოვრებით.

ადამიანი ადვილად ეცემა. (აი, საგალობელი რომ არის ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“) ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს, ვეღარასდროს ადგება, მაგრამ ამ დროს მაცხოვარი თვითონ მიდის მასთან და აყენებს. ეს სასწაულია, ეს წყალობაა ღვთისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ამ წყალობას.
ამასთან ღმერთი ხედავს სურვილსაც და სურვილსაც მიაჩნევს როგორც გაკეთებულ საქმეს. ამიტომაც გულწრფელი სურვილიც კი უკვე ბევრს ნიშნავს. შეიძლება ვერ მიაღწიოს ადამიანმა სურვილის განხორციელებას, მაგრამ ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ ამასაც გაკეთებულ საქმედ უთვლის.
როგორც ვთქვით, ადამიანი მოწოდებულია განვითარებისათვის, სრულყოფისათვის. მაცხოვარი ამბობს: ,,იყავით სრულყოფილნი ვითარცა მამათქვენი ზეციერი სრულყოფილ არს.“ ეს ნიშნავს იმას, რომ განვითარება დაუსრულებელია, მუდმივია, რადგან ადამიანი ვერასდროს მიაღწევს ისეთ სრულყოფას, როგორიც აქვს მამაზეციერს, ამიტომ ეს სიტყვები ნიშნავს უწყვეტ პროცესს აქაც და იქაც, ორთავ სოფელსა შინა.

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო და ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ. რთულია ეს ბოლო ჟამი, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს. ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა შეგვეშინდეს." - აღნიშნა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42