ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც ქუთაისში ტარდება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და ბრალდებულის დაცვის წარმომადგენელთა განსხვავებით, მოსამართლემ მსოფლიო მასშტაბით უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილია, რომ პროცესზე, საერთო ჯამში, 3 969 მოწმე უნდა დაიკითხოს.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები იმის შესახებ, რომ მტკიცებულებებიდან ამორიცხულიყო დაკავების ოქმები და მოწმეთა ნაწილის დაკითხვის გადაწყვეტილება, რადგან მათი რიცხვი ძალიან დიდია.
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბუნებაში არ არსებობს ამდენი მოწმის დაკითხვის პრეცენდენტი, ამავე დროს, დაცვის მტკიცებით, მოწმეთა გარკვეული ნაწილი საერთოდ არ ასახელებს ჩვენებებში ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამაღთლო პროცესი 25 სექტემბერს განახლდება და დაცვის მხარეს მიეცემა საშუალება, ძირითადი შუამდგომლობა დააყენოს ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






