საქართველომ წინა წელთან შედარებით 2 პოზიციით უკან გადაინაცვლა
საზოგადოება - 15:30, 19 Sep, 2013     1544
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში Doctrina Business Review-ს მიერ გაიმართა პრეზენტაცია–ფორუმი თემაზე „გლობალური ინოვაციების ინდექსი და საქართველო“, სადაც განიხილებოდა ორგანიზაციების Cornell University, INSEAD და World Intellectual Property Organization (WIPO) მიერ მომზადებული კვლევის „გლობალური ინოვაციის ინდექსი 2013“ შედეგები და საქართველოს მდგომარეობა მსოფლიო ინოვაციური განვითარების რეიტინგში.

 „გლობალური ინოვაციის ინდექსი 2013“-ში განხილულია მსოფლიოს 142 ქვეყნის ინოვაციური განვითარების მახასიათებლები. ანგარიში 2012 წლის დეტალური კვლევების საფუძველზე შედგა. ღონისძიების მიზანი იყო, Doctrina Business Review-ს მიერ წარმოაჩენილიყო საქართველოს ინოვაციური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები, შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის ვითარების კრიტიკული ანალიზი და წარმოდგენილიყო რეკომენდაციები ქვეყნის ინოვაციური განვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისათვის საქართველო რეიტინგში 142 ქვეყნიდან 73 ადგილზე გავიდა, აღსანიშნავია, რომ იგი წინა წელს 71–ე პოზიციაზე იყო. გლობალური ინოვაციის ინდექსი მრავალ პარამეტრს და ინდიკატორს მოიცავს, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა რეიტინგების წარმოების საშუალებას იძლევა.

DBR-ში აცხადებენ, რომ საქართველოს ბევრ ინდიკატორში აღენიშნება მნიშვნელოვანი ჩავარდნა, ასევე ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებში, როგორიცაა მაგალითად ეკოლოგიური სერტიფიკატების გავრცელების დონე ISO 14001, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე უარესი მდგომარება აქვს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებმაც შეაფასეს კვლევის შედეგები. მათთან ერთად იწყება მუშაობა სარეკომენდაციო პაკეტზე, რომელიც კვლევის შედეგების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული და მომავალ 2-3 წელს მოიცავს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, კობა კიკაბიძის თქმით, მას ავტორებთან ერთად ინოვაციურ საკითხებთან დაკავშირებით ნაშრომი აქვს გამოქვეყენებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ინოვაციურ საკითხების განხილვაში აქტიურად არის ჩართული.

მისივე თქმით, ახლო მომავალში ქვეყნის ეკონომიკური ინკლუზიური სტრატეგიის გასაჯაროება მოხდება. აღნიშნული სტრატეგია ქვეყნის ინოვაციური განვითარებისთვის ერთ-ერთი საწინდარი იქნება.,,დღეს გამართული პრეზენტაცია სასურველი და დროულია, რადგან ხელისუფლება სამომავლო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს’’,- განაცხადა კობა კიკაბიძემ.

ნოდარ ძიძიკაშილის თქმით, ახალი მთავრობის მიერ საქართველოში ინოვაციების შესახებ პრეზენტაცია გაკეთდა, თუმცა ჯერ-ჯერობით დოკუმენტის სახით არ არის ჩამოყალიბებული. კონცეფციაში განხილული საკითხები გათვლილია 2040 წლამდე. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ კონცეფციის შემუშავებაში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. „მხოლოდ მთავრობა სტრატეგიას ვერ შეიმუშავებს. მაშინ იქნება შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკაზე და ინოვაციებზე საუბარი, თუკი სხვა ქვეყნების მსგავსად, მთავრობა საკონსულტაციო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხებს“, – აღნიშნავს ძიძიკაშვილი. მისივე განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ კიდევ ადრეა ინოვაციური განვითარების მეთოდებზე და სტრატეგიაზე საუბარი, სანამ დოკუმენტი გარკვეული სახით არ გამოქვეყნდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42