„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ესპანეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:54, 06 Feb, 2019     1880

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ოფიციალურ დელეგაციაში ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია და პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი შედიან. მადრიდში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე.

ვიზიტის მიზანი ესპანეთის ბიზნეს კომპანიებთან დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა, „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების პრეზენტაცია და პოტენციური ინვესტორების მოზიდვაა.

„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციაური დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში „CEOE International“- ის პრეზიდენტს მარტა ბლანკო კესადას შეხვდა. „CEOE International“-ი სხვადასხვა ბიზნეს სექტორის 2 მილიონზე მეტ მსხვილ კომპანიას, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებსა და თვითდასაქმებულ მეწარმეეებს აერთიანებს. ესპანეთის დამსაქმებელთა და მრეწველთა გაერთიანება ( CEOE ) 40-ზე მეტ წელს ითვლის და რეგიონში უმსხვილეს ორგანიზაციას წარმოადგენს.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციისთვის „CEOE International“-ში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესპანეთის 50-მდე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფონდის დელეგაციამ „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ესპანეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ფონდში მიმდინარე პროექტები, საქართველოს ბიზნეს კლიმატი, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და რეგიონის მასშტაბით, ქვეყნის კონკურენტული უპირატესობები გააცნო. მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა B2B შეხვედრები.

ფონდის დელეგაცია მადრიდში სამხრეთ-ამერიკულ კომპანია „Research pharmaceutical“-ის გენერალურ მენეჯერს ხუან პენიალვერს შეხვდა. კომპანია საქართველოში სოფლის მეურნეობის, ტექსტილისა და ფარმაციის სფეროებში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

„საპარტნიორო ფონდის“ მადრიდში ვიზიტისა და საქმიანობის შესახებ ცნობილი ესპანური მედია გამოცემა „EL PAIS“-ი დაინტერესდა. ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ გამოცემას საქართველო-ესპანეთს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლვი პროექტების შესახებ ესაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში ფონდის დელეგაცია, ასევე, მადრიდში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე საქართველოს წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ და იმ ბიზნეს შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილია.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ესპანეთში საქმიან შეხვედრებს აგრძელებს. მადრიდში დაგეგმილ შეხვედრებს ორგანიზებას ესპანეთში საქართველოს საელჩო უწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42