მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კბილაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი, პროკურორი ნადოი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს გააგრძელოს ნაკისრი ვალდებულება.
"პროკურორ რეზო ნადოის სასამართლო პროცესებზე გამოუცხადებლობის ფაქტთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროკურორი რეზო ნადოი თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც ვერ დაესწრო 17 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომას.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2013 წლის 18 სექტემბერს რეზო ნადოი გამოცხადდა სამსახურში, თუმცა კვლავ შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დღეის მდგომარეობით, ექიმის რჩევით იმყოფება ბიულეტენზე. პროკურორის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სასამართლო განხილვების გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც რეზო ნადოი მხარს უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას, ჩაერთო სხვა პროკურორი, რითაც უზრუნველყოფილ იქნება გონივრულ ვადებში სასამართლო განხილვის დასრულება", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






