მერაბიშვილი: „ალბათ, გარანტია აქვთ, რომ „პირველი არხი“ მათთვის სამარცხვინო სიუჟეტს არ გაუშვებს“
სამართალი - 13:46, 19 Sep, 2013     2340

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს, პროკურორების მოთხოვნა, რომ პროცესის გადაღება მობილური ტელეფონებით აკრძალულიყო, მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

მისი გადაწყვეტილებით, დარბაზში გადაღების უფლება მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიეცა. ვიდეოგადაღების შეზღუდვამდე ვანო მერაბიშვილმა სიტყვა წარმოსთქვა, რომელსაც „ნიუპოსტი“ გთავაზობთ:

,,მე სულაც არ მიკვირს, რომ ამ შემთვევაში პროკურატურას ძალიან ანაღვლებს, თუ რაც ხდება დღეს სასამართლოში, უკვე მეორე დღეა, ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ათასი მოწმის დასახელება ხდება. 

ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა და ამხანაგი პროკურორიც, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, პატიოსანი ადამიანია, მაგრამ მე ვიცი, რომ მათ უფროსობისგან აქვთ სპეციალური დავალება, რათა ასეთი სრულიად არალოგიკური პროცესი მოაწყონ. 

მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უპრეცენდენტო ფაქტი, როდესაც ხდება 4500 მოწმის წარმოდგენა სასამართლოში. არცერთ პროცესზე არ მომხდარა 200 მოწმეზე მეტის დაკითხვა, 4 500 მოწმის დაკითხვას უნდა შვიდი-რვა წელიწადი და პროკურატურამ შესანიშნავად იცის, რომ შეუძლებელია ტექნიკურად ამდენი მოწმის დაკითხვა. 

მაგრამ მათ არჩევნების წინ ჩაატარეს სპეციალური აქცია და საქართველოში არ დარჩა არცერთი ქალაქი, არცერთი სოფელი და არცერთი უბანი, რომ ვინმე არ დაეკითხათ. ამ პროცესში ჩართულები არიან არამხოლოდ ინსპექტორები, აგენტები, არამედ სოფლის რწმუნებულები, გამგებლები. 

ეს დაკითხვა 4500 ადამიანის, იყო სამაგალითო დასჯა და განცხადება, რომ ვინც დაემყარება ნაციონალურ მოძრაობას, ემუქრება საფრთხე, მათ გადაწყვიტეს, რომ დააშინონ ქართველი ამომრჩეველი, იმიტომ რომ ძალიან ეშინია ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების და სწორედ ეს განცხადება დღევანდელი, რომ არ მოხდეს გადაღება პროცესის და მხოლოდ პირველ არხს მიეცა საშუელება, ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს - რომ პროკურატურას რცხვენია, რაც დღეს ხდება სასამართლოში. უკვე მეორე დღეა, ჩვენ მხოლოდ მოწმეების გვარებს ვკითხულობთ, რეალურად ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ 0,02 პროცენტი დავკითხოთ ამ გვარებიდან. 

მე მგონი, პროკურატურას უნდა ეყოს სიმამაცე და ახლავე მიიღოს გადაწყვეტილება, შეამციროს და ჩამოიყვანოს ლოგიკურ ფარგლებამდე მოწმეების სია. მე ვფიქრობ, რომ თეორიულადაც კი 200 მოწმეზე მეტის დაკითხვა ვერ მოხერხდება. ჩემი აზრით, ასეთი სამარცხვინო პროცესები აშინებს ხელისუფლებას და ამიტომ ხდება გადაღება „პირველ არხზე“ და ესეც არაა შემთხვეითი, რადგან მასობრივი კონტროლის აღება ხელისუფლების მხრიდან ხდება მაუწყებელზე, ხდება ჟურნალისტების გაშვება „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“, ეს ყველაფერი არის ერთი ჯაჭვი. 

ალბათ, გარანტია აქვთ, რომ „პირველი არხი“ მათთვის სამარცხვინო სიუჟეტს ეთერში არ გაუშვებს. მინდა მივმართო მოსამართლეს, რომ მიეცით საშუალება ადამიანებს გააშუქონ , რათა ყველამ ნახოს საქართველოში, თუ რა სამარცხვინოა სასამართლო პროცესი,“- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42