„წყალდიდობა ბარნოვის ქუჩაზე!!! დილის 7 საათზე დატბორა პირველი სართულები და სარდაფები!!! ეპიცენტრი ბარნოვის 80 სწორედ ის სახლი სადაც მამა ნიკოლოზი მეფე ნარიმანი ცხოვრობდა და რამდენიმე კვირის წინ, გამოასახლეს. მრავალი წერილი დაწერა მდუმარმა ბერმა!! წყალთან და წყლის მილებთან დაკავშირებით.
ასევე გვახსოვს ზესტაფონის ქუჩიდან რომ გამოასახლეს, ის კორპუსი თვენახევარში ინგრეოდა და 3 ოჯახის გარდა 94 ოჯახი გამოასახლეს, სანამ აღდგებოდა სამუშაოები. ვერ უგებენ და არ უსმენენ მამა გაბრიელის მემკვიდრეს, უდიდეს წმინდანს ბერ ნიკოლოზს, მეფე ნარიმანს! როდემდე! წიკითხეთ ნართების ეპოსი, ნართები ღმერთს ებრძოდნენ და აუტანელი პირობების გამო თვითონ ჩაწვნენ მიწაში და დაიმარხნენ. ნართები ჩრდილო კავკასიელებია, სინამდვილეში კი ქართველები. რადგან კავკასიელები ყველანი ქართველები იყვნენ. ასე რომ დროა მთელმა საქართველომ, საპატრიარქოს თამადობით, რომლებიც დევნის მას პირველ რიგში, შენდობის ლოცვა წავუკითხოთ მეფეს!!! დავამატებ, როგორც ზესტაფონის ქუჩის კორპუსის ნგრევა, ისე ეს ამბავი არ გაახმაურეს სათანადოდ, არც ზუსტი მისამართია მითითებული და ა.შ“- წერენ ერთ-ერთ ფეისბუკგვერდზე.
ნარიმან მაქარაშვილმა ("ბერი ნიკოლოზი") დროებითი საცხოვრებელი, დეკემბრის ბოლოს, ბინის პატრონის თხოვნით დატოვა. ბინა ნარიმან მაქარაშვილის მრევლის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნოდა, რომელმაც საცხოვრებელი ნარიმან მაქარაშვილს ერთი წლის წინ, მას შემდეგ დაუთმო, რაც ის თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან სახლის მესაკუთრესთან და მეზობლებთან შექმნილი პრობლემების გამო გამოასახლეს.
მასალის გამოყენების პირობები






