განახლებული პორტალი „ნიუპოსტი“ საშუალებას აძლევს მკითხველს, იყოს არამარტო მკითხველი, არამედ ავტორიც: ატვირთე შენი რეპორტაჟი და გაუზიარე შენი აზრები, განცდები ათასობით მკითხველს, ყოველგვარი საოფისე პროცედურის გარეშე - მთავარია, შენი ატვირთული მასალა არ შეიცავდეს უკანონო მოწოდებებს და დეტალებს ეს საკმარისია, რათა ის ათასობით მკითხველმა იხილოს.
შეგიძლიათ დაწეროთ რეპორტაჟი, ბლოგი, ჩანახატი, პირადი განცდა - მოკლედ, ყველაფერი, რაც გსურთ, მიაბათ ფოტო, ვიდეო - სახლიდან, ქუჩიდან, ნებისმიერი, თქვენთვის ხელსაყრელი და მოხერხებული ადგილიდან.
ამისთვის საკმარისია, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია, დაელოდოთ მოდერატორის დადასტურებას, შემდეგ კი ატვირთოთ მასალა, რომელიც უმოკლეს დროში დაიშვება საიტზე, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეიცავს უცენზურო ფრაზებს, ძალადობისკენ, შეიარაღებული გამოსვლისკენ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ, ამბოხებისკენ მოწოდებებს, რასისტულ, ანტისემიტურ, ქსენოფობიურ განცხადებებს - არ იზღუდება არაფერი, უკანონობის გარდა!
ამასთან, ვსარგებლობთ შემთხვევით და გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ ათეულ ათასობით მკითხველს, რომელიც „ნიუპოსტს“ დაემატა განახლებულ რეჟიმში ამუშავების შემდეგ: ჩვენ შემდგომშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იყოთ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ოპერატიული, ობიექტური, დაბალანსებული ინფორმაციით, და მსოფლიოში, სოციალურ მედიაში აქტუალური თემებით.
პატივისცემით: „ნიუპოსტის“ ადმინისტრაცია.
მასალის გამოყენების პირობები






