ზნეობრივად გაუმართლებელ ქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტში შს მინისტრის მოადგილემ ისაუბრა
სამართალი - 12:31, 19 Sep, 2013     1369

საქართველოს შს სამინისტრომ კოდექსში შეტანილი ფრაზის - "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა" მნიშვნელობა განმარტა და ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებში დამატებითი დაზუსტებები შეიტანა. კოდექსის 171-ე მუხლში იქნება ჩანაწერი:

"საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება", რაშიც იგულისხმება: სექსუალური ხასიათის ქცევა, საზოგადოებრივ ადგილებში სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შესაბამისი განმარტება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის" ამ ნაწილთან დაკავშირებით, შსს-ს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. იზორიას თქმით, მსგავსი ქმედებები პირველ შემთხვევაში გაფრთხილებას გამოიწვევს, თუმცა მისივე განმარტებით, გააჩნია ასეთი ქმედების ზომასა და ხარისხს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება შეიძლება 200-ლარიანი ჯარიმის საფუძველი გახდეს.

გარდა ამისა, შსს-მ კანონპროექტში შეცვალა 171-ე მუხლის ის ნაწილიც, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს. "მაგალითად ეს დასჯადი არ იქნება იქ, სადაც ლუდის ჩამოსხმა ხდება" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება სახდელის ზომას, შსს-ს მიერ კორექტირებული პროექტის თანახმად, ეს პირველ რიგში - გართხილებას, ასევე 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42