მოსკოვის პატრიარქ კირილეს ათი წელი და საქართველო - დეკანოზი ილია ჭიღლაძე რუსეთის პატრიარქის დანაშაულებებზე
სოც.მედია - 16:11, 03 Feb, 2019     2269
დეკანოზი ილია ჭიღლაძემ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ის "დამსახურებები" ჩამოთვალა, რომელიც მოსკოვის პატრიარქ კირილს "მიუძღვის" საქართველოს წინაშე:

"მაშ ასე, მოსკოვის პატრიარქ კირილეს პატრიარქობის ათი წელი და საქართველო:

1. აიგო უზარმაზარი რუსული ტაძარი ქ. ცხინვალში, სადაც ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდის (გორბაჩოვი) მიერ წინამძღვრად დადგენილია მღვდელი კოკოითი;

2. ილორის წმ. გიორგის დიდისტორიული ქართული ტაძარი და სამრეკლო წინამძღვარმა, მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმა, კირით გადალესა მთლიანად, ისტორიული ქართული საკტიტორო წარწერები წაშალა, კლასიკური ქართული დარბაზული ტიპის მე-11 საუკუნის ტაძარს დაადგა რუსული ცრუგუმბათი, ასევე ეზოში წამომართა რუსული არქიტექტურის სამლოცველო.

3. მე-7/8 საუკუნის დრანდის საკათედრო ტაძარში ადგილობრივმა წინამძღვარმა გაანადგურა ტაძრის თანადროული უნიკალური სანათლავი და მეტლახის "ჯაკუზი" დადგა.

4. სოხუმის კათედრალში, ლიხნეს (მე-10 ს.), გაგრის, ახ. ათონის წმ. სიმონ კანანელის (მე-10 ს. არ აურიოთ იქვე მეზობლად არსებულ მე-19 საუკუნის მონასტერში) და აფხაზეთის ყველა სხვა მოქმედ ტაძარში (გარდა ახ. ათონის მონასტრისა) აღევლინება კირილეს სახელი. მსახურობს 11 მღვდელი, ერთის გამოკლებით ყველა მოსკოვის საპატრიარქოს ხელდასხმულია.

5. 1943 წლის აღიარების დადგენილებით მოსკოვის პატრიარქმა სერგიმ სომხეთის რესპუბლიკის მართლმადიდებლები და ტერიტორია აღიარა საქართველს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიად. ეს დაფიქსირებულია ასევე 1995 წლის საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში (თ.1. პარ. 2, პუნქტი 3). ამასობაში პატრ. კირილემ მოასწრო სომხეთში შეჭრაც და ერევანში წამოჭიმა და გახსნა უზარმაზარი ტაძარი. ასე რომ წინამორბედ პატრ. სერგის გადაწყვეტილბაც ფეხებზე დაიკიდა და საქ. ეკლესიის კანონიკური იურისდიქციაც კიდევ ერთხელ გათელა!

6. პატრ. კირილე რეგულარულად ხვდება, აჯილდოვებს და აქებს აფხაზეთის და ცხინვალის სისხლიანი სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებს. ყოველწლიურად უგზავნის ოფიციალურ მილოცვით წერილებს აფხაზეთის და "სამხ. ოსეთის" "სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის" საიუბილეო თარიღების აღსანიშნად.

7. მიუხედავად ამისა, საქართველოში მონები და მსახურები კიდევ მრავლად ჰყავს, სიტყვის შემბრუნებელი კი არა!

8. შესაბამისად შეიძლება ითქვას: კირილე რუსეთის დიდი, უფრო სწორად, უუუდიდესიიი პატრიარქია," - წერს დეკანოზი ილია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42