ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი დღეს განახლდება. სასამართლო პროცესი ე.წ. ფიქტიურ დასაქმებებს ეხება.
დღეს ბრალდების მხარე მტკიცებულებათა ნუსხას წარადგენს, შესაძლოა დაცვის მხარემაც წარადგინოს მტკიცებულებები. პროცესისი ბოლოს დაცვის მხარეს შუამდგომლობის დაყენების უფლება მიეცემა. მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, ისინი მოითხოვენ შეეცვალოს ვანო მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა. "ბრალდების მხარე მტკიცებულებათა ნუსხას წაიკითხვას, თუ ტექნიკურად მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენც გვექნება მტკიცებულებათა ნუსხა. ამის შემდეგ კი იქნება შუამდგომლობების ეტაპები, ჩვენ გვაქვს შუამდგომლებები, არ ვიცი რას წარმოადგენს ბრალდების მხარე", - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა . ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარეს 3 000-ზე მეტი მოწმე ჰყავს გამოძახებული.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო სხდომა ქუთაისში დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






