სოციალურ ქსელში მანანა კვენეტაძე ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილ 18 წლის ლაშა კობახიძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"დღეს თბილისში დაღუპულ 7 ახალგაზრდა კაცს შორის, ყველაზე პატარა, 18 წლის- ლაშა კობახიძე ზესტაფონიდან ლუკმა- პურის საშოვნელად ჩამოვიდა დედაქალაქში. უკან კი, ვეღარასოდეს დაბრუნდება...
მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ რა ბედენაა? კარგად შეხედეთ, დააკვირდით ვისზე? ვის შვილზე ნაკლებია? აღნაგობით, ჩაცმის კულტურით, დგომა- გამოხედვით, ნამდვილი 'პრინცი".! ზნეობა - პასუხისმგებლობა რომ მაღალი და შესაშური ჰქონდა ამას, პატარა ასაკიდან ოჯახის სარჩენად, შესაშველებლად მისგან აღებული ვალდებულებაც ადასტურებს ....
ვინ მოთვლის, რამდენი ოცნება და ფიქრი მოუკლა, გაუნადგურა სამშობლომ.... რომლისგანაც ბევრს არაფერს ითხოვდა,? - მომეცით საშუალება ვიშრომო- ოფლი ვღვარო, ვისწავლო- ღამეები ვათენო, ოჯახსაც გამოვადგე და სამშობლოსაცო!
ლაშა, არ დაიდარდო, იქნებ დღეს, აქაურ მიწიერ ცხოვრებას, შენი ზეციური სჯობს! უცოდველს, უფალი მიგიღებს და გიპატრონებს!" - წერს მანანა კვენეტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






