როგორ მოქმედებს წყენა ადამიანებზე - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
ეს საინტერესოა - 12:01, 31 Jan, 2019     2450
წყენა არის მოვლენა, ფაქტი ან სიტუაცია, რომელიც ფასდება, როგორც უფლებების არასამართლებრივი დარღვევა, შეურაცხყოფა, ღირსებისადმი ან სტატუსისადმი ზიანის მიყენება. როგორ მოქმედებს წყენა ადამიანებზე და ურთიერთობებზე - გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი სოფო მაისურაძე.

რა შემთხვევაში ჩნდება წყენა?

წყენა ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მოლოდინი არ შეესაბამება სხვა ადამიანის ქცევას რომელიც ფასდება ჩემ მიერ, როგორც ღირსების და სტატუსის მიმართ ზიანის მიყენება, უფლებების, საზღვრების არასამართლიანი დარღვევა, დამამცირებელი ურთიერთობების ფაქტად. გამოიხატება ჟესტ-მიმიკით, ხმის ინტონაციით და განწყობით, ამის წყალობით ჩვენ გარკვეული სახის სიგნალს ვაძლევთ იმას, ვინც გაგვანაწყენა და შემდგომში, თუ მას სურვილი აქვს ჩემთან ურთიერთობის გასაგრძელებლად, უნდა შეცვალოს თავისი დამმოკიდებულება.

წყენა დესტრუქციული ემოციაა, ნეგატიური ხასიათი აქვს და არ აძლევს ადამიანებს განიცადონ ბედნიერება. განაწყენებული ადამიანი თავადაც განიცდის, (იხსენებს, რომ ის ოდესღაც გაანაწყენეს, თუმცა დროის ამ მონაკვეთში, არ არის, არც ის ვინც აწყენინა და არც სიტუაცია), და ანერვიულებს იმ ადამიანსაც, ვინც გაანაწყენა, იწვევს რა მასში დანაშაულის ან სირცხვილის განცდას.

როგორ რეაგირებს განაწყენებული ადამიანი:

ვმანიპულირებთ დანაშაულის გრძნობით. „ნახე, მე შენ გამო ცუდად ვარ, მოიქეცი ისე, რომ მე თავი ცუდად არ ვიგრძნო“. ანუ ჩვენ ვცდილობთ იმ ადამიანში გამოვიწვიოთ დანაშაულის გრძნობა, რაც აიძულებს მას, მოიქცეს ისე, როგორც ჩვენ გვსურს. ხანდახან ასე იქცევიან დედები შვილებთან მიმართებაში (შემდგომ ბავშვები დაისწავლიან მსგავ ურთიერთობებს და იმეორებენ მშობლებთან დამოკიდებულებაში) და ცოლები ქმრებთან მიმართებაში ან პირიქით.

ურთიერთობები დაგვყავს მინიმუმამდე: „ვდუმდებით“, „ვაიგნორებთ“. ესეც მანიპულაციის ერთ-ერთი ვარიანტია: „მე შენ გაიძულებ ისე მოიქცე, როგორც მე მსურს“, გაღიარებინებ შენ დანაშაულს და მერე „შეგიწყნარებ“.

ვპასუხობთ უხეშად ან სკანდალს ვაწყობთ. ურთიერთობის ასეთი სტილი დამახასიათებელია უფრო ემოციური ადამიანებისთვის, ქოლერიკებისთვის, თავშეუკავებელი პიროვნებებისთვის. სწრაფად დაუბრუნო პასუხი, სანამ გაარკვევ მიზეზს.

ვსჯით ჩვენ გამნაწყენებელს შურისძიებით. გარედან სიტუაცია ჩანს მოგვარებულად და ის ადამიანი საერთოდ ვერ ხვდება, რომ ჩვენ გაგვანაწყენა, მაგრამ ჩვენ ვსახავთ გეგმას, როგორ გადავუხადოთ სამაგიერო და ვპოულობთ შესაძლებლობას მის დასასჯელად.

ვრთავთ „წყენის დისკს“ და ყოველ წუთას ვატრიალებთ საკუთარ თავში წყენის სიტუაციას: „ ასე აჯობებდა მეთქვა“, „ როგორ გამიბედა“, „ მე არ შემიძლია საკუთარი თავის დაცვა“, „ ასე როგორ მომექცა“, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ყოველ ჯერზე, როცა ამ წყენაზე ვფიქრობთ ვდარდობთ და განვიცდით თითქოს ეს ეხლა მოხდა და არა ერთი დღის, ერთი კვირის ან ერთი თვის წინ.

ჩვენ სურვილებს გულში ვიხშობთ და ვქმნით იმიჯს, რომ არ გვწყენია, ვითმენთ ჩუმათ. სახეზე – ნატანჯი ღიმილი, გულის სიღრმეში ისმის გამამართლებელი ფრაზები: „საწყალი, მისთვის ალბათ ძალიან რთული იყო და ამიტომაც აფეთქდა“, „ის ხომ ჩემი უფროსია, მას შეუძლია ხმა ამიწიოს, მისთვის დასაშვებია“, „დედას დახმარება სჭირდება, მე ხომ ვალდებული ვარ, ყოველთვის მის გვერდით ვიყო“,

ვიხვევთ წყენას, ვიცოდებთ საკუთარ თავს: „მე ყველაზე უბედური ადამიანი ვარ“, „ჩემი არავის არ ესმის“, „არავის არ უნდა ჩემი დახმარება“, „მე საკმაოდ კარგი ვარ მათთვის“, „როგორ არ მიმართლებს ცხოვრებაში“, „რატომ მემართება ყოველთვის მე“, „ამქვეყნად არაა სამართლიანობა“.

თუ თქვენ მიჩვეული ხართ საკუთარი თავის შეცოდებას, არ გამოთქვამთ თქვენს ემოციებს და მოსაზრებებს, გულში იკლავთ თქვენ წყენებს, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ქვეითდება და მეტად მოწყვლადი ხდებით ნებისმიერი ავადმყოფობისთვის. ადამიანები, რომლებიც ხშირად ნაწყენდებიან შესაძლოა გაუჩნდეს პრობლემები კუჭის, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, ყელის ან გულის არეში.

7 რჩევა სოფო მაისურაძისგან:

1. შეწყვიტეთ მოლოდინი გარშემომყოფებისგან, სხვა ადამიანის ქცევას არ დაუკავშიროთ გარკვეული სახის სიხარული, ბედნიერება და კეთილდღეობა. გახსოვდეთ, „არავინ არავისთვის არაა ვალდებული“.

2. შეეცადეთ უსიამოვნო სიტუაციებისგან, კონფლიქტური და დაძაბული ადამიანებისგან დისტანცირდეთ.

3. დასახეთ მიზანი და მისი მიღწევის გზაზე არ დახარჯოთ დრო უსარგებლო წყენაზე და გადაჭარბებული დაინტერესება არ გამოავლინოთ მისდამი.

4. შეეცადეთ არ შეაფასოთ კრიტიკულად ადამიანი ან სიტუაცია, დრო მიეცით თქვენ თავს რომ დაფიქრდეთ და სწორად განსაზღვროთ ქცევა ან სიტუაცია.

5. წყენის შემცირების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები. გამოვუტყდეთ საკუთარ თავს: „მე ნაწყენი ვარ“ გავიხსენოთ, მანამდე მსგავსი გრძნობა როდის განვიცადეთ. გავარკვიოთ, წყენის უკან რომელი რეალური ემოცია იმალება და თავდაპირველად ვიზე იყო მიმართული. უფლება მივცეთ ამ ემოციებს არსებობის. ეს მოგვცემს შესაძლებლობას შეხედოთ სიტუაციას „ზრდასრულის“ გაცნობიერებული თვალით და საბოლოოდ შევეცადოთ გავამართლოთ ის ვინც გვაწყენინა.

6. და თუ მაინც დაგიგროვდათ წყენა, განთავისუფლდით მისგან. თუ თქვენ განაწყენებული ხართ კონკრეტულ ადამიანზე ან ადამიანებზე, აპატიეთ მათ და ნებისმიერი თქვენთვის მისაღები საშუალებით გააგებინეთ, რომ თქვენ მათზე არ ბრაზობთ: მიწერეთ წერილი, მესიჯი ან დაურეკეთ. თუ მას ან თქვენ არ გაქვთ ნახვის სურვილი, გამოიყენეთ ვიზუალიზაციის მეთოდი – ნათლად წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც პატიობთ, გულწრფელად და სიყვარულით წარმოთქვით პატიების ფრაზა.

7. მთავარია აპატიოთ საკუთარ თავს! რაც ყველაზე მეტად უჭირთ ადამიანებს: „შემეძლო ასე გამეკეთებინა, მაგრამ არ გავაკეთე, შემეძლო მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი, მაშინ რომ ასე მოვქცეულიყავი, ეხლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა“. არ დააგროვოთ წყენები, და თუ დააგროვეთ, თქვენს ხელშია გადააქციოთ პიროვნული ზრდისა და განვითარების ენერგიად. არასოდესაა გვიანი თქვათ: „მე არასწორი ვიყავი, მაგრამ მე ჩემ თავს ვპატიობ და უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს მივაღწიო იმ მიზნებს, რომლის ღირსიც ვარ!“.


წყარო: Fortuna.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42