მრცხვენია და გვერდზე ვიყურები, როცა ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის პროვინციალიზმი - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ ეკა ხოფერიას საავტორო გადაცემაში, ტვ "იმედზე" სტუმრობისას.
პრემიერის მისამართით ჟურნალისტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს გაჩეჩილაძემ ,,პროვინციული გამოხტომები“ უწოდა. გადაცემის წამყვანმა შეახსენა გაჩეჩილაძეს, რომ ის ,,მაესტროზე“, გადაცემა ,,საკანის“ წამყვანობისას კორექტულობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ გაჩეჩილაძემ ვერ გაიხსენა, თუ რას გულისხმობდა ხოფერია მის არაკორექტულ რეპლიკებზე საუბრისას.
გაჩეჩილაძე იმასაც აცხადებს, რომ ჟურნალისტების მხრიდან პროვინციალიზმის გამოხატულებაა, როცა პრემიერს იმ ძვირადღირებული საათის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მას პატრიარქმა გასულ კვირას აჩუქა.
,,საათზე რომ კითხვა დასვა, ეს დასასმელი კითხვა იყო? პროვინციული გამოხტომებია ჟურნალისტების მხრიდან, ტელევიზროს რომ ვუყურებ გვერდზე ვიყურები - მრცხვენია. ეს არის პროვინციალიზმი, რაც ხდება. და ეს მხოლოდ ჟურნალისტიკაში არ არის,“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შენიშვნა: rocko.ge-ს ფოტო.
მასალის გამოყენების პირობები






