გია გაჩეჩილაძე, იგივე ,,უცნობი“, ტვ „იმედზე“, „ეკა ხოფერიას თოქშოუში“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თანაგუნდელებს შორის, ალბათ იმიტომ არ არის, რომ ივანიშვილი პირველ ეტაპზე გადაფასებას აკეთებს.
გაჩეჩილაძე გამორიცხავს, რომ მათ ოჯახებს შორის კონფლიქტი გავლენას მოახდენს მათ სამომავლო კავშირზე, თუკი თანამშრომლობის სურვილი თავად ივანიშვილს გაუჩნდება.
გაჩეჩილაძის შვილი ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილის ნათლიაა, თუმცა, როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, მათ ოჯახებს შორის გარკვეული კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც მათ კონტაქტი 15 წელია აღარ ჰქონიათ.
„..პიროვნული ურთიერთობა ცალკე არის. არ მინდა პიროვნულზე გადავიდე, რაღაც ოჯახური უთანხმოება, რაც ადრე თუ გვიან აღმოიფხვრება, ეს უთხანხმოება ადრე მოხდა, 15 წელია მე ბიძინა არ მინახია და არ მქონია მასთან ურთიერთობა, იმას, რაც ამ კაცმა თავისი ქვეყნისთვის გააკეთა, არ მეგულება ადამიანი რომ ვერ დაინახავს,“-ამბობს გაჩეჩილაძე და აცხადებს, რომ მას არ სურს ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარი.
,,არ გასულა ერთი წელი ოქტომბრის არჩევნებიდან. ძალიან ბევრი რამ არ მომწონს,მაგრამ არ შეიძლება ათი თვის განმავლობაში გამოვარდე. მე ვიცი, რომ ამ ადამიანებს მართლა უნდათ რაღაცის შეცვლა და არ მინდა ბუჩქებში ჩასაფრებულის პოზიციიდან ვილაპარაკო.
ველოდები, რომ ოქტომბრის არჩევნების მერე დაპირებების შესრულება უნდა დაიწყოს. უნდა დაიწყოს რაღაც ახალი. არ ვთვლი საჭიროდ, რომ გამოვიდე და ვეტაკო. სააკაშვილის მოსვლიდან ველოდი სამი წელი და ხმა ამოვიღე 2007 წელს,“-ამბობს გია გაჩეჩილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






