შს მინისტრის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ქონება გამოქვეყნებული დეკლარაციების მიხედვით
საზოგადოება - 21:20, 18 Sep, 2013     4011

თამაზ თამაზაშვილი 1999 წლის 20 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით , როდესაც ის მუშაობდა შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად, ფლობდა შემდეგ ქონებას: საკუთარ სახელზე გაფორმებულ ბინას თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობი შეადგენდა 50კვ.მ-ს და შეფასებული იყო 20 000 ლარად (იმ დროისათვის). 

მეუღლის მაია პაპიაშვილის საკუთრებაში ირიცხებოდა ბინა თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე, 30 კვმ ფართობის და შეფასებული იყო 10 000 ლარად (იმ დროისათვის). ნაღდი ფულის სახით, თამაზაშვილი ფლობდა 700 ლარს, ხოლო მისი მეუღლე-300 ლარს. შეძენილ ქონებაში ირიცხებოდა მსუბუქი ავტომობილი,,ნივა“, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 8 000 ლარს. სამუშაოს შესრულებისათვის თამაზაშვილს 1999 წელს მიღებული ჰქონდა 350 ლარი. 

2000 წლის 18 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თამაზაშვილი იმავე თანამდებობაზე მუშაობისას ფლობდა: ზუსტად იგივე უძრავ-მოძრავ ქონებასა და სამუშაოს ანაზღაურებაში იღებდა ისევ 350 ლარს, ხოლო ნაღდი ფულის სახით ის წინა წლის მსგავსად, ფლობდა ისევ 700 ლარს, ხოლო მეუღლე -300 ლარს. 

2001 წლის აპრილის მონაცემებით, თამაზაშვილი უკვე ფლობდა , 30 000 ლარის ღირებულების 177 კვმ ფართობის ბინას თბილისში კოსტავას ქუჩაზე (71ა) , ხოლო მეუღლის საკუთრებაში მყოფი ბინის მისამართი და ფართობი აღნიშნული არ იყო დეკლარაციაში , თუმცა მითითებული იყო, რომ მეუღლის სახელზე არსებული ბინის ღირებულება შეადგენდა 10 000 ლარს. ნაღდი ფულადი თანხა ,რომელიც თხუთმეტჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს, თამაზაშვილს ჰქონდა 11 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მის მეუღლეს, 500 ლარი. 2001 წლის დეკლარაციაში ნასყიდობის ან გასხვისებული ქონების გრაფაში თამაზაშვილს მითითებული აქვს გასხვისებული ბინა, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 148, 50 კვადრატული მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 20 000 ლარს. 

2001 წელს თამაზაშვილს გაფორმებული აქვს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება , რომლის ღირებულებადაც მითითებულია 2 ათასი ლარი, ხელშეკრულების დადების თარიღად კი მითითებულია 2000 წელი. სამუშაოს შესრულებისთვის ანაზღაურება მიღებული ჰქონდა 1 700 ლარი, მის საკუთრებაში ირიცხებოდა 8 000 ლარად ღირებული ავტომობილი. 

2002 წლის მონაცემებით, როცა თამაზაშვილი მუშაობდა შს სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ის ფლობდა: 30 000 ლარის ღირებულების 177 კვმ ფართობის ბინას თბილისში კოსტავას ქუჩაზე (71ა) , ხოლო მეუღლის საკუთრებაში მყოფი ბინის მისამართი და ფართობი აღნიშნული არ იყო დეკლარაციაში, თუმცა მითითებული იყო ასევე, რომ მეუღლის სახელზე არსებული ბინის ღირებულება შეადგენდა 10 000 ლარს. ნაღდი ფულადი თანხა, რომელიც თხუთმეტჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს, თამაზაშვილს ჰქონდა წინა წლის მსგავსად 11 ათასი ლარის ოდენობის, ხოლო მის მეუღლეს, 500 ლარის. სამუშაოს ანაზღაურებისთვის კი მიღებული ჰქონდა 1900 ლარი. 

2002 წლისთვის თამაზაშვილის საკუთრებაში ირიცხებოდა 8 000 ლარად შეფასებული ავტომობილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42