შსს: დიცში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, დღეს არსებული ვითარება მშვიდია
სამართალი - 20:52, 18 Sep, 2013     1396

უწყების ცნობით, გორის რაიონ სოფელ დიცში ამ დროისათვის მშვიდი ვითარებაა და შსს–ს დანაყოფები აქტიურად აგრძელებენ ადგილზე პატრულირებას.

„ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას:

„საზოგადოების და მასმედიის მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟის განახლებულ პროცესთან და რეგიონში მიმოსვლის კუთხით სხვადასხვა შემზღუდავი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით, შსს თავს ვალდებულად თვლის საზოგადოებას ამცნოს ამჟამად არსებული ვითარების შესახებ.

17 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ დიცში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, დღეს არსებული ვითარება მშვიდია. შსს–ს დანაყოფები აქტიურად აგრძელებენ ადგილზე პატრულირებას და მონიტორინგს.

სიტუაციის კონტროლის, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან.

სამინისტრო დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ 18 სექტემბრისთვის დაანონსებული შეზღუდვების ძალაში შესვლის ფაქტებს ასევე არ ადასტურებს.

შსს მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში ნებისმიერი ტიპის შეზღუდვის დაწესების მცდელობას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი და ადეკვატური შეფასება მისცეს აღნიშნულ უკანონო ქმედებას“, - ნათქვამია განცხადებაში. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42