m²-ის სამშენებლო კოლეჯი - „კონსტრუქტ2“ მიღებას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:17, 29 Jan, 2019     1333
„კონსტრუქტ2“ დეველოპერული კომპანია“ „m² უძრავი ქონებისა“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად - 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, სახელმწიფო პროგრამით კი დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს. კოლეჯში სწავლა უფასოა.

სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

„კონსტრუქტ2“-ის ტერიტორიაზე განთავსებულია კომფორტული და სრულად აღჭურვილი საერთო საცხოვრებელი, მოსასვენებელი სივრცე, უახლესი ლიტერატურითა და ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო. კოლეჯის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სპორტული მოედნისა და კაფეტერიის მოწყობა.

„კონსტრუქტ2“ m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერების, ისე სამშენებლო სფეროს განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

„კონსტრუქტ2“ ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ; ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა, უმაღლესი სტანდარტის თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ. გვჯერა, რომ ძალიან მალე კოლეჯი საერთაშორისო მნიშვნელობის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ამასთანავე, დროული და საჭირო ნაბიჯი სფეროს განვითარებისთვის ქვეყანაში“, - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m²-ის გენერალური დირექტორი.

რეგისტრაცია დაიწყო! დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეუძლიათ:

ონლაინრეჟიმში, კოლეჯის ვებგვერდზე: www. construct2.ge

კოლეჯში, მისამართზე: ქალაქი ზესტაფონი, ნიკო ნიკოლაძის ქ. #28

სატელეფონო ზარის მეშვეობით, ნომერზე: 557 355 335





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42